სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბოლო ზარი სკოლის გარეშე“ - მისალოცი წერილი ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს მე-11 კლასის  მოსწავლე ნურაი ბაირამოვასგან 
21-05-2020
-
+


ბოლო ზარი სკოლის გარეშე - მისალოც წერილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული სექტორის, მე-11 ბ კლასის მოსწავლე ნურაი ბაირამოვა მეთორმეტეკლასელებს სწერს და სკოლის დამთავრებას ულოცავს.


                                                                  ბოლო ზარი სკოლის გარეშე  

ჩემო  საყვარელო მეთორმეტეკლასელებო, სასწავლო წლის ბოლო დღეს, ირეკება სკოლის ბოლო ზარი, მაგრამ თქვენ გაქვთ, ბოლო ზარი სკოლის გარეშე. ბოლო ზარი მასწავლებლების გარეშე და სიმბოლური ბოლო ზარი, ბოლო ზარის ემოციებისა და შთაბეჭდილებების გარეშე .

ზუსტად ვიცი, ჩემო ძვირფასებო, ასეთ დამშვიდობებას არ ელოდით. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდით სასწავლო წლის ასეთ დასასრულს, მაგრამ, ალბათ, ცხოვრებაც ესაა, წინააღმდეგობებითა და მოულოდნელობებით სავსე. ვიცი, 20 მაისი წარმოდგენილი გქონდათ  სულ სხვანაირად - ფერადი წარწერებით, აჭრელებული თეთრი პერანგებით, უამრავი კეთილი სურვილებით, ემოციებით, თვალცრემლიანი მასწავლებლებით, თანასკოლელებით,მეგობრებითა და მშობლებით, მაგრამ გლობალურმა პრობლემამ და მსოფლიო პანდემიამ ასეთი გამოწვეწვის წინაშე დაგაყენათ.

დიახ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოსწავლისათვის რთული იყო, რთულია და რთული იქნება ეს დღე, რადგან დღეს უნდა დაემშვიდობოთ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, თანაკლასელებს, რომლებთანაც უამრავი საინტერესო მოგონება გაკავშირებთ. სიმბოლურად, მაგრამ, მაინც, თქვენთვის დაირეკა სკოლის უკანასკნელი  ბოლო ზარი და დაიხურა  ბავშვობის მოგონებების პაწაწინა  წიგნაკის  ბოლო ფურცელი. თუმცა, დღევანდელი დღე გაცილებით რთულია. თქვენ ხომ მომავლის თაობა ხართ. თქვენ დღეიდან ცხოვრების ახალ, მაგრამ რთულ ეტაპს ეჭიდებით, ალბათ დღევანდელი დღის ასეთი წინააღდეგობაც სიმბოლურია. ჩვენი თაობა სირთულეების გამკლავებით გამოირჩევა და ზუსტად ვიცი, რომ ახალი ეტაპის ასეთ დასაწყისსაც მარტივად გაართმევთ  თავს. ამ გამოწვევასაც წარმატებით გაუმკლავდებით. თითოეული თქვენგანი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. სკოლის კედლებში მიღებულ ცოდნას ვიცი, სწორად გამოიყენებთ. სულ მალე დარწმუნებულები ვართ გიხილავთ  ექიმის თეთრ ხალათში, მოსამართლის მანტიაში, მასწავლებლად, ისევ სკოლის მშობლიურ კედლებში და ა. შ.  მუდამ გახსოვდეთ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინაა ძლიერი, როცა განათლებულია. იპოვეთ ცხოვრების მიზანი. რესურსი კი მიზნის მისაღწევად ყოველთვის მოიძებნება. სიკეთეზე ფიქრს ყოველთვის სიკეთე მოაქვს. გძულდეთ ცოდვა, მაგრამ გიყვარდეთ ცოდვილები. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ჯოჯოხეთიცა და სამოთხეც. სუსტი არასდროს პატიობს,  პატიება ძლიერთა ხვედრია. დასვით სწორი კითხვები, რადგან ცხოვრების ხარისხი პირდაირ კავშირშია სწორად დასმულ კითხვებთან. და ბოლოს, იყავით ბედნიერები, რადგან მხოლოდ ბედნიერი ადამიანია შემდგარი პიროვნება. 
ახლა კი, მინდა,  გისურვოთ, წარმატებები, წინსვლა, საინტერესო ცხოვრების გზა და უსაზღვრო ბედნიერება. ძალიან გვყვარხართ ყველანი, მოგვენატრებით და არ დაგვავიწყდებით.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება