| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუსტად, 4 წლის წინ, 2016 წლის წინ, 21 მაისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი, 10-წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი-2016”-ის გრადიოზული ფინალი გაიმართა. ღონისძიება 2015-2016 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ და სპორტის სასახლეში შედგა.
საფინალო შოუ-კონკურსს პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკანონმდებლო ორგანოსა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული და საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მოსწავლე ანრი ფაღავა გახდა. ანრიმ 31,11 წამში 75 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მას არც ერთ კითხვაზე არ შეუკავებია თავი. ანრის ფულადი პრიზი, 20 000 ლარი გადაეცა.
მეორე ადგილზე გავიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლე ნია შაქარაშვილი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი, 6 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი 4 000 ლარი გადაეცა.
„ეტალონის“ ფინალურ შოუ-კონკურსში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის და თბილისის (10 გამგეობის) 82 “ეტალონი-მოსწავლე” მონაწილეობდა და მათი 7 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.
შოუ-კონკურსის სცენაზე, ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ. უამრავ დასამახსოვრებელ მომენტთან ერთად, ერთი განსაკუთრებული ნომერიც იყო - იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის მიერ ანსამბლ „ადილასთან“ ერთად შესრულებული სიმღერა - „თბილისო“.
საზეიმო ფინალი ფოიერვერკით დასრულდა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა