სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზე გოგონებო, ლიხეთის სკოლა დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას“- დირექტორის ემოციური მისალოცი წერილი მეთორმეტეკლასელებს
20-05-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორი სოფო ლობჟანიძე მე-12 კლასელებს - ქრისტინე ლობჯანიძეს და გვანცა ტოროშელიძეს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„მზე გოგონებიი ❤❤

ქრისტინე ლობჯანიძე, გვანცა ტოროშელიძე!!

იყო და არა იყო რა, იყო ორი გოგონა...(ასე ზღაპარივით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა❤).
ორი სანიმუშო გოგონა მზესავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, რომლებთან ურთიერთობამაც განსაკუთრებულად დამანახა, თუ რას ნიშნავს იყო მოწესრიგებული, მოსიყვარულე, მეგობრული, წრფელი,სიმართლისათვის თავდადებული ადამიანი!
თქვენ იმდენი რამ მასწავლეთ ამ სწავლებისას❤❤...
მიდიოდა დრო და სულ ვფიქრობდი-რა უნდა გამეკეთებინა თქვენთვის სკოლის დამთავრების დღეს...ცოტათი მაინც რომ გადამეხადა ის ,,ვალი" ,რაც ამ წლების მანძილზე დამიგროვდა.

და ასე გამოვიდა...მოგეხსენებათ, ,,აქ" ემოციების გამოხატვა ჩემთვის რთულია,მაგრამ დღევანდელმა სიტუაციამ ასე მოიტანა...
უსასრულოდ შემიძლია თქვენზე საუბარი და წერა...
ჩემო სულის ყვავილებო❤❤, არსთა გამრიგემ დაგაბედოთ რაც კი რამ საუკეთესოა ქვეყნად! იყავით ისეთი წმინდა და უბრალო ადამიანები,როგორებიც ახლა ხართ!
თქვენ იპოვით თქვენს ადგილს ღირსეულად ცხოვრებაში! მე ამის მჯერა!
თქვენ არაერთხელ ასახელეთ ჩვენი სკოლა და მომავალშიც ბევრჯერ გვასახელებთ! ამაში დარწმუნებული ვარ!
თქვენ მიყვარხართ მე!
ლიხეთის სკოლა გილოცავთ დიდი სიყვარულით სკოლის დამთავრებას!
მზე გოგონებო“,- წერს სკოლის დირექტორი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება