სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არ სრულდება ჩვენი მეგობრობა და სიყვარული“ - ჯიმითის საჯარო სკოლის XII კლასის ხელმძღვანელი სადამრიგებლო კლასს წერილით აცილებს
20-05-2020
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის XII კლასის ხელმძღვანელი ლიანა ბოკუჩავა სადამრიგებლო კლასს წერილით აცილებს და გზას ულოცავს. პედაგოგი მოსწავლეებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და საამაყო სტუდენტობას უსურვებს.

„დღეს თქვენთვის, თქვენი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ღირსშესანიშნავი დღეა. დღეს თქვენ დაამთავრეთ საშუალო სკოლა და გახვედით ცხოვრების დიდ და რთულ გზაზე, დასრულდა ბავშვობის წლები და დაიწყო ახალი ხანა თქვენს ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, რთულ პერიოდში მოგიწიათ სკოლის დამთავრება. ჩვენ ერთად ვოცნებობდით ბოლო ზარის ჩატარებაზე, მაგრამ ვერ შევძელით ცნობილი მოვლენების გამო. ალბათ, ეს იყო თქვენი პირველი დიდი გამოწვევა სკოლის დამთავრებისთანავე.

პრობლემა მალე მოგვარდება, ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით ჩააბარებთ და გახდებით საამაყო სტუდენტები.

მინდა ყველას, ცამეტივე მოსწავლეს, თეკლასთან ერთად მოგილოცოთ სკოლის დამთავრება და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ნათელი მომავალი და წარმატებები კარიერულ წინსვლაში.

ძნელია 8 წლის განმავლობაში იყო კლასის ხელმძღვანელი და არ გიპყრობდეს ნოსტალგია საყვარელ კლასთან დამშვიდობების გამო, მაგრამ ასეთია ცხოვრება: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თუმცა არ სრულდება ჩვენი მეგობრობა და სიყვარული.

ჩემო მეგობრებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.

გისურვებთ იცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომლებიც ჩვენი სკოლის კედლებში შეისისხლხორცეთ.

გისურვებთ წინსვლასა და ბედნიერ მომავალს!

XII კლასის ხელმძღვანელი: ლიანა ბოკუჩავა

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება