სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ტალანტების აკადემიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
03-10-2016
-
+


საერთაშორისო ორგანიზაცია „ელვას“ მიერ ახალგაზრდა ტალანტების აკადემიის დასკვნითი ღონისძიება, ინოვაციების ბანაკი, ჩატარდა.  

ღონისძიების მონაწილეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც მოისმინეს და გაიზიარეს IT-სფეროში გამოცდილი პროფესიონალების რჩევები, გახდნენ ერთიანი ტექნოლოგიური თემის წევრები და გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს; 

ასევე, ესტუმრნენ საქართველოს ტექნოპარკს, სამრეწველო ინოვაციების, თამაშებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ლაბორატორიებს თბილისში.

საგანმანათლებლო პროგრამა - ახალგაზრდა ტალანტების აკადემია - ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიმუშავა და განახორციელა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ელვა“.

პროექტი, რომელმაც საქართველოს 10 საჯარო სკოლა მოიცვა (მათ შორის, 8 სკოლა - რეგიონებიდან), მიზნად ისახავს მომავალ თაობაში STEM-ის, განსაკუთრებით კი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კარიერული შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას.

პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა IT-პროგრამირების შესავალი კურსი და საკუთარი ძალებით შექმნა მარტივი თამაშები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება