სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება 12 ივნისს დასრულდება
19-05-2020
-
+


ავად თუ კარგად, საქართველოს პედაგოგიურმა საზოგადოებამ ყველა ის გამოწვევა დაძლია, რომლის წინაშეც კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოვჩნდით. ახლა ყველა სასწავლო წლის დასრულებას ელის.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბევრი ვარაუდი თუ ჭორ-მართალი არსებობდა სწავლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით, საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება და სასწავლო პროცესიც მიმდინარე სასწავლო წელს, თავიდანვე გათვალისწინებული თარიღით, ანუ 15 ივინისს დასრულდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ცვლილება ონლაინ სწავლების გამო მაინც გამოიკვეთა, რომელიც არც განათლების სამინისტროსა და არც ზოგადად სასკოლო საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

Etaloni.ge-ს რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა და ინფორმაცია მოგვაწოდა: როგორც ირკვევა, სკოლების მიერ ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ მშობელთა კრებაზე სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დისტანციური სწავლება სკოლებში 12 ივნისს დასრულდება.  საქმე ის გახლავთ, რომ 12 ივნისი პარასკევია, 13-14, შაბათ-კვირას ემთხვევა, ხოლო 15 ივნისი ორშაბათია. შესაბამისად სკოლები ერთი დღის გამო ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებენ და სასწავლო პროცესს კვირის ბოლოს ანუ 12 ივნისს ასრულებენ. 

ასე რომ, გამოდის, 12 ივნისის შემდგომ სკოლების მიერ ონლაინ-გაკვეთლები აღარ ჩატარდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება