სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოხსნეს, კორონავირუსის ახალი აფეთქებებია - რჩევა, რომელიც კარანტინის გაუქმებამდეა გასათვალისწინებელი
19-05-2020
-
+


ქვეყნებში, რომლებმაც საკარანტინო შეზღუდვები მოხსნეს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კორონავირუსის აფეთქებები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და გერმანიაში. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„უქმე დღეებში ჩვენ ვნახეთ გამოწვევების ნიშნები, რომლებიც შესაძლოა წინ იყოს. სამხრეთ კორეაში ბარები და კლუბები დაიხურა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ კონტაქტების დიდი რაოდენობის მოკვლევა გამოიწვია“,- აღნიშნა გებრეიესუსმა.

უხანში პირველად, თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, COVID-19-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევების ზრდის შესახებ ასევე განაცხადა გერმანიამ. საბედნიეროდ, სამივე ქვეყანაში არის კორონავირუსის აღმოჩენისა და აფეთქებებზე რეაგირების სისტემები“,- დასძინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ორგანიზაციამ, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც კარანტინის მოხსნამდე არის გასათვალისწინებელი.

„სანამ არ იქნება ვაქცინა, ყოვლისმომცველი ღონისძიებების პაკეტი -  კორონავირუსის დასაძლევად ჩვენი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია“, - ხაზგასმით აღნიშნა გებრეიესუსმა.

პორტალი Yonhap წერს, რომ კარანტინის შემსუბუქების შემდეგ, სეულში და მეზობელ ქალაქებში COVID-19-ის ახალი აფეთქება დაფიქსირდა. სეულში, ინჩხონსა და კონგში ღამის კლუბების ვიზიტის შემდეგ კორონავირუსით სულ მცირე 101 ადამიანი დაინფიცირდა. შედეგად ქვეყნის მთავრობამ გასართობი დაწესებულებების სასწრაფოდ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება