სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

განსაზღვრულ ასაკში სიჯიუტე ბავშვის განვითარების აუცილებელი ფაზაა
29-08-2017
-
+


თუ ბავშვი ჯიუტობს, არ უგონებს უფროსებს, არ ესმის თხოვნა, აკრძალვა, მითითება, მიზეზი შესაძლოა იყოს:

კონფლიქტური ატმოსფერო ოჯახში - ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის გარკვევის ხშირი და ხმამაღალი მცდელობა,ყვირილი,უპატივცემულობა;

ტყუილი - ბავშვები იმაზე საზრიანები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ ისინი ბევრჯერ მოვატყუეთ, დანაპირები არ შევუსრულეთ ან მიცემული პირობა დავარღვიეთ, მომავალში მათი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებაც გაგვიჭირდება;

სითბოს, ყურადღების, ურთიერთობის დეფიციტი - როცა ბავშვი ცოტა ხანს ატარებს მშობლებთან, ის ურთიერთობის, ყურადღების უკმარისობას გრძნობს. სიჯიუტე, გაუგონრობა, პროტესტი თავისებური რეაქციაა, რომლითაც ბავშვი ან უკმაყოფილებას გამოხატავს ან ყურადღების მიპყრობას ცდილობს;

აღზრდისას დაშვებული შცდომები - თუ განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვისთვის ყველაფერი ნებადართული იყო, შემდგომ ყოველგვარ აკრძალვას ის პროტესტით უპასუხებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ:

განსაზღვრულ ასაკში სიჯიუტე ბავშვის განვითარების აუცილებელი ფაზაა. სპეციალისტები კრიზისულ ფაზებად ერთი, სამი და შვიდი წლის ასაკს მიიჩნევენ. ამ დროს ბავშვი დამოუკიდებლობისკენ მიილტვის, იკვლევს საკუთარ შესაძლებლობებს, ნებადართულისა და აკრძალულის ზღვარს. თუ პროცესს სწორად წარვმართავთ, მისი პროტესტი პრობლემას არ შეგვიქმნის.

წყარო: ჟურნალი ''ავერსი''


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება