სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

14 მაისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ვებინარს ჩაატარებს
13-05-2020
-
+


14 მაისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვებინარს ჩაატარებს უნივერსიტეტში ჩაბარებისა და მობილობის პროცედურებზე, KIU-ში სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების საფასურის, სტუდენტური გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ.

როგორც უნივერისტეტში აღნიშნავენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და KIU კონსულტაცია / Enrollment Advisors 14 მაისიდან ვებინარების სერიას იწყებენ.

„ონლაინ ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და მასში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელები და პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. ონლაინ შეხვედრების მიზანია, დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა, აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა, სტუდენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი პროგრამების, სწავლების, საგრანტო ფონდისა და გაცვლითი  პროგრამების შესახებ.

პირველი ვებინარი 14 მაისს გაიმართება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი, ვალერი გობრონიძე გამართავს.  შეხვედრის თემაა: უნივერსიტეტში ჩაბარებისა და მობილობის პროცედურები; KIU-ში სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების საფასური; სტუდენტური გრანტები და სტიპენდიები.

ვებინარ-შეხვედრები Zoom-ით გაიმართება და მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაიარონ.  ვებინარის მონაწილეები  უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში მიიღებენ პასუხებს საინტერესო კითხვებზე, გაეცნობიან თუ რა სიახლეები ელოდებათ მათ KIU-ში სწავლების შემთხვევაში და როგორ ემზადება რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰაბი 2020-2021 სასწავლო წლისთვის", - ნათქვამია უნივერისტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვებინარების ციკლი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და იგი კვირაში ერთხელ გაიმართება. ონლაინ შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სპიკერებთან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი KIU სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში  ერთ  მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.

იხილეთ ვებინარის ბმული: facebook.com/events/229471604981355/


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება