სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ათასგვარი ფიქრები“ - დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ხატია ბასილაშვილის საინტერესო ესე
14-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ხატია ბასილაშვილმა ესე - „ათასგვარი ფიქრები“ დაწერა. 

გთავაზობთ მოსწავლის ესეს:

„ათასგვარი ფიქრები…“
 
     კაცობრიობა საკუთარი ისტორიის განმავლობაში მრავალი ეპიდემიის თუ პანდემიის წინაშე დამდგარა, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს და თითოეული ქვეყანა ძალზედ ცუდ მდგომარეობაში ჩაუყენებია. სწორედ მსგავსი გასაჭირის წინაშე დადგა დღეს მთელი მსოფლიო. გავრცელდა ახალი კორონავირუსი COVID-19, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე აგრძელებს ამას . მთელი მსოფლიოს მსგავსად კორონავირუსს ებრძვის ჩვენი ქვეყანა, საქართველოც. არსებული მთავრობა მრავალ ღონისძიებებს ახორციელებს და მოუწოდებს ხალხს, რომ დარჩნენ სახლში და არ გავიდნენ სახლიდან, თუ ამის აუცილებლობა არ არის.
      როდესაც შევიტყვე ვირუსის გავრცელების ფართო მასშტაბების შესახებ, ბუნებრივია დამეუფლა შიშის გრძნობა, თუმცა ვეცადე ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში არსებულ რთულ მდგომარეობას ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენა არ მოეხდინა და სწორედ ამიტომ, იმედიანად შევხედე ჩვენი ექიმების, ჩვენი მთავრობის დაუღალავ შრომას, მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, რომელიც ვფიქრობ,მართლაც ეფექტური და დროული იყო. დამეუფლა რწმენა, რომ ჩვენ, ყველა გაერთიანების და ბრძოლის მეშვეობით აუცილებლად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას. შეზღუდვები, რომლის ატანაც ცოტა არ იყოს რთულია, ამ კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელი და საჭიროა ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მე „ვრჩები სახლში“, ვიცავ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ვაგრძელებ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში, მხოლოდ სახლის პირობებში. ერთი შეხედვით ამ ყველაფრის გაძლება რთულია, რადგან ძალიან ბევრ ადამიანთან ვეღარ ახერხებ ისეთ ურთიერთობას, როგორიც ჩვეული ცხოვრების დროს გგქონდა. მცირდება კომუნიკაცია, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ სახლში დარჩენა არ წარმოადგენს სირთულეს. პირადად მე, ამ ყველაფრის გაძლებაში მეხმარება: თანამედროვე ტექნოლოგიები, წიგნები, ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც მეტად სახალისოა. ვცდილობ ასევე შევისწავლო სხვადასხვა უცხო ენები, გავიღრმავო ცოდნა ჩემთვის საინტერესო საკითხებში და ა.შ.
ჩემი მომავალი ცხოვრება წარმომიდგენია ისეთივე ლაღი და ხალისიანი, როგორიც ამ საშინელი ვირუსის გავრცელებამდე იყო. ყველანაირად შევეცდები იმას, რომ ჩემი სამომავლო პროფესიით შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო ყველას და შევუმსუბუქო ცხოვრება. ყველას მივცე იმის შესაძლებლობა, ჩემი სამომავლო საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ეს მძიმე პერიოდი, რომელიც ვფიქრობ, ყველას ცხოვრებას საშინელ დაღად დააჩნდება, გააქარწყლოს ეს ცუდი მოგონებები და კარგი შთაბეჭდილებებით შეცვალოს.
ამრიგად, ყველას მოგიწოდებთ, რომ ,,დარჩით სახლში!“ ვიზრუნოთ როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
გაზაფხულის ამ თბილ და ლამაზ დღეებში ვიფიქროთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ბედნიერ მომავალზე!...


                         დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ხატია ბასილაშვილი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება