სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ექიმი არის ადამიანი, ვინც მინდა რომ ვიყო“ - ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ჩანახატი
13-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თამარ ცხვარაძე კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობაზე ჩანახატს აკეთებს. როგორც აბიტურიენტის ნამუშევრიდან ვიგებთ, ექიმის შვილს თავადაც ექიმობა სურს და ეს არჩევანი პანდემიამ კიდევ უფრო განუმტკიცა. 


ახლა, როდესაც მსოფლიომ ღირებულებების გადაფასება დაიწყო, მე, ერთ ატომსაც, მეფიქრება ყველაფერზე და იმ არაფერზე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია...
- ჩაალაგეთ და სოფელში წადით, პაციენტი შემოვიდა ცხელებით, დიდი ალბათობით საკარანტინე ზონად გამოგვაცხადებენ, ბლოკპოსტების დადგმამდე გაასწარით! -  მესმოდა, როგორ აღელვებული ესაუბრებოდა მამა დედას და როგორ მოგვიცვა მთელი ოჯახი „შიშიანობამ“. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამის მეშინოდა. თვითგადარჩენის რეფლექსი ჩანთის ჩალაგებას მაიძულებდა, თან მეშინოდა მამას გამო, რომელიც ექიმია, შვილია. მეშინოდა დედას გამო, რომელიც მამასთან დარჩა და რომელმაც სამ შვილსა და მოხუცებულ დედას „სამშვიდობოსკენ“ გზა დაგვილოცა. მეშინოდა მეზობლებისა და ახლობლების მზერის, რომ თბილ მოკითხვას , შიშისგან სწრაფად მოსტუმრებული გამარჯობა შეცვლიდა ან სულაც თავს აგვარიდებდნენ და ისურვებდნენ, სულ არ შევხვედროდით ერთმანეთს. შემდეგ მივხვდი, რომ კვლავ ეგოისტობამ მძლია. რატომ არ ვიფიქრე და ვინერვიულე იმ პაციენტზე, რომელმაც ცხელებით მიმართა საავადმყოფოს, მას ხომ ყველაზე მეტად უჭირდა. იმასაც მივხვდი, რომ ბლოკპოსტებს კი არა, გავურბოდი იმ მტერს, რომელსაც კორონავირუსი უწოდეს და, რომელსაც ვერ დაიჭირავს „გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი“. 

საბედნიეროდ, პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა შემთხვევამ მალევე მოიცვა მედიასივრცე, მობილური გამოვრთე, ახლობლების კითხვებს გავურბოდი... გავურბოდი ყველაფერს, რისგანაც გაქცევა შემეძლო და ვხვდებოდი საკუთარი ფიქრები როგორ განიცდიდნენ ჩემს არსებაში პოლიმერიზაციას  და სწორედ მაშინ, როცა მარგალიტებივით აკინძული შიშების მძივი დავარღვიე, ხმაური მაღვიძებს და უკვე ვიცი, რომ ეს არც იმ ჩიტების ჟღურტულია გარიჟრაჟზე რომ ისმის სოფელში და არც სასიხარულო ამბავს, რომ მოჰყვება ხოლმე. დიდი კედელივით აღიმართა ჩემ წინ სიტყვები „ვანის კლასტერი“. დიახ, მეგონა გავექეცი და გაქცევაზე ფიქრში დამავიწყდა, ვირუსია, „ქვემცა სადა დავემალე“. 

ამას იმიტომ ვყვები, რომ მე გვიან მივხვდი (და მაინც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს),მაგრამ სხვებს მინდა მივაწვდინო ხმა, რომ გაქცევით კი არა, მტკიცედ დგომით დავამარცხებთ ყველაფერს! აღარ მეშინია, ევოლუციის შედეგად ადამიანს გარემოს პირობებთან შეგუებულობა ჩამოუყალიბდა, ამ ადაპტაციას მე ფიქრის უნარში ვხედავ. დავფიქრდი თუ რისი გაკეთება შემიძლია მსოფლიოს დაუმორჩილებელი „ატომებისათვის“. ასე მივედი გადაწყვეტილებამდე და დავრჩი შინ. „მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების“ , მეგობრებო. მე ვარ სახლში, ვსწავლობ სახლში, ვმუშაობ სახლში, მზესა და ნიავს სახლში ვეპატიჟები სასეირნოდ და მე ვეხმარები სახლიდან გმირებს, რომლებიც ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის, ებრძვიან საზოგადო მტერს, ზოგი სადეზინფექციო ხსნარით, ზოგი სამედიცინო აღჭურვილობით, ზოგი მიკროფონით და ვინ იცის, კიდევ რამდენი სახის იარაღით...

დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს გზა მედიცინის განხრით გავიკაფო და ბოლო დროს ხშირად მაყრიან კითხვებს - „ხომ გესმის რა ხდება მსოფლიოში? ექიმებს ხედავ? ხვდები როგორ შრომობენ? ეწირებიან სამსახურს! ოჯახს დაშორდნენ, სახლი აღარ იციან, იქნებ ახლა გადაიფიქრო?“ მაგრამ, არა! ახლა მივხვდი და დავრწმუნდი, რომ ექიმი არის ადამიანი, ვინც მინდა რომ ვიყო. იმედი, რომელმაც იცის „ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა“. 

იმედი მაქვს, მთიებივით განათებულ ერთ დღეს, როცა პანდემიამდელ და მის შემდგომ მსოფლიოს ერთმანეთს შევადარებ, მივხვდები, რომ ღირებულებები სწორად გადავაფასეთ. უგრძნობი საზოგადოება, რომელიც „მკვდარზედაც უსაზარლეზია“ საღათას ძილიდან გამოიფხიზლებს და აღდგება, როგორც ლაზარე. ესეც ევოლუციის ნაწილია, ალბათ, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოება, რომელიც უფრო ფრთხილი, მზრუნველი, მადლიერი იქნება ბუნებისა და ერთმანეთისადმი. მჯერა, რომ დავიჭერთ წამს და წარსულის ჭირთა გარდამხდელებს ლხინი უფრო გვეამება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება