სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღე, როდესაც დედმიწა გაჩუმდა“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
13-05-2020
-
+



„დღე, როდესაც დედმიწა გაჩუმდა“ - ამ სათაურს მიღმა გაკეთებულ ჩანაწერში გვიზიარებს საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას ი. ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IX ბ კლასის მოსწავლე ნინი ლომაძე.


                                                          „დღე, როდესაც დედმიწა გაჩუმდა“             

კაცობრიობა დადგა ისეთი გამოწვევის წინაშე, რომლის დროსაც ყოველი რესურსის გარეშე უნდა ებრძოლა ბოროტებისთვის. ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა საშინლად მომაკვდინებელი სენი, რომელიც გაშორებს საყვარელ ადამიანებს. ადამიანი დგები არჩევნის წინაშე, როდესაც თავად, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, იღებ გადაწყვეტილებას და შენს თითოეულ ნაბიჯს მოჰყვება ისეთი შედეგი, რომელზედაც პასუხისმგებელი თვითონ ხარ. არჩევნის გაკეთება ისეთ ორ მნიშვნელოვან საკითხს შორის გიწევს, როგორიც საყვარელ ადამიანთან ყოფნა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის თვითშეგნებაა.

ასეთ შემთხვევაში, ჰედონიზმი დამღუპველია, რადგან პირადი ბედნიერების ნიადაგზე საფრთხეს უქმნი სხვას და ეს არაფერია, თუ არა ეგოიზმი, პირადი ეგოს დაკმაყოფილება. სახელმწიფოს ხშირად უწევს მიმართოს ძლიერ პატერნალიზმს, როდესაც მკვეთრად გიზღუდავს ავტონომიას, მაგრამ ამას გავყავართ სასურველ შედეგამდე-ძლიერი პატერნალიზმით შეგვიძლია აღმოვფხვრათ მსგავსი ბოროტი სენიც კი, რადგან სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქის უსაფრთხოება.

ცხოვრებას აქვს ორი მხარე, დადებითი და უარყოფითი, ცუდი და კარგი. ეს ის მინიმალისტური დახასიათებაა, რაც უშუალოდ გვიხატავს ცხოვრებას. არც კარანტინის თემაა გამონაკლისი. კარანტინმა სიტუაციას შეგვახედა ისეთ ჭრილშიც კი, როგორიცაა ჰუმანიზმი. ალბათ, გაგიგიათ, რომ სანამ განსაცდელი არ გეწვევა, სანამ თავად არ გამოსცდი, მანამდე ვერ დააფასებ მოცემულ მომენტსა და არ ეცდები დაიჭირო წამი. ცხოვრება ხომ ისეთი დეტალებისგან შედგება, რომლებსაც სათანადო დროს ვერ ვაფასებთ. კარანტინმა მოგვცა საშუალება, რომ შორიდან დაგვენახა სურათი, ცხოვრება რომელშიც აქამდე ჯაჭვივით ვიყავით ჩაბმულნი. დედამიწა სიჩუმემ და წყვდიადმა მოიცვა, დაემსგავსა ბნელ გვირაბს, თუმცა სასოება და მომავლის რწმენა გვიჩვენებს გვირაბის ბოლოს სინათლეს, სინათლეს, რომელსაც ასხივებს ისეთი ძლიერი ადამიანები, როგორებიცაა ექიმები, რომელთა მხრებზეცაა სამშობლო დღეს, რომლებიც დგანან ‘’ბოროტების’’ ეპიცენტრში და უთუოდ, მთავრობა და პოლიცია, რომლებიც ერთობლივად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას და წარმოადგენენ იმ ლიდერის პროტოტიპს, რომელიც ყოველთვის წინ მიუძღვის რჩეულ ერს. 

კარანტინმა, მართალია, დაგვაშორა იმ ცხოვრებისეულ რიტმს, რომელსაც ასე გაუაზრებლად და სამწუხაროდ, ზოგჯერ, ვალდებულების გამოც მივსდევდით, მაგრამ დაგვაახლოვა ოჯახთან, საკუთარ ‘’მე’-’სთან და  შორიდან შეგვახედა განვლილ ცხოვრებას. მოგვცა ფიქრისთვის დრო, გადაწყვეტილებების მიღებისთვისა და ინოვაციებისათვის.

არ შემიძლია, არ შევეხო ეკოლოგიურ საკითხსაც, რადგან ეკო-ბუნება, რომელიც ‘’მშობელი დედაა’’ მასში ჯაჭვურად ჩაბმული სულიერი არსებების, სჭირდებოდა სოლიდარობა ადამიანების მხრიდანაც. ქართული გამოთქმის თანახმად, ‘’ზოგი ჭირი მარგებელია’’ და ანალოგიურად შეგვიძლია მოვარგოთ დედა-ბუნებასაც. პანდემიამ ბუნების ხმით - ფაქტობრივი შედეგებით, შედეგთა შინაარსით დაგვანახა ისეთი მარტივი რაღაც, რაც ნებისმერ საღად მოაზროვნე ადამიანს აქამდეც ესმოდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კი დღემდე ვერ გაუთავისებია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება