სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვაკვირდებით მასწავლებლების, ადმინისტრაციის და დამრიგებლების ჩართულობა როგორია“ - განათლების მინისტრის მოადგილე დისტანციურ სწავლებაზე
12-05-2020
-
+


ამ წუთში საინტრესო არ არის ციფრი თუ რამდენი მოსწავლე არ არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში - აღნიშნული განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „ევროპის დროით“ საუბრისას გააკეთა. 

„ეს არის ციფრები, ამ წუთში არ იქნება საინტერესო, იმიტომ, რომ პროექტს დაწყების პროცესში, როდესაც ვაანალიზებდით საჭიროებებს, იმის შესახებ რა პროექტი ან ღონისძიება შეგვეთავაზებინა ჩვენი მოსწავლეებისთვის. სწორედ იყო გადაწყვეტილება, რომ დისტანციურ სწავლებაში მოგვეაზრებინა როგორც ონლაინ სწავლება, ასევე სხვა ალტერნატიული შესაძლებლობები. ეს არის ტელესკოლა, ასევე ოფლაინ პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა პლატფორმაზე. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ინფორმაციას, რომ როდესაც ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, მეორე არხმა ის სიხშირე, რომელიც აქამდე ჰქონდა დაწეული კონკრეტულ არხთან მიმართებაში, ეს აიწია და დღეს უკვე მაჩვენებელი გვეუბნება, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში „პირველი არხი განათლება” ფარავს უკვე მთელს ტერიტორიას“,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, სამინისტრო ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს რესურსცენტრებისა და სკოლის ადმინისტრაციის დონეზე აქცევს ყურადღებას. 

ამასთან, დგებუაძე აღნიშნავს, რომ მიზანი არის ის რომ მაქსიმალურად შეძლოს მასწავლებელმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგებს მიუახლოვდეს.

„ჩვენ ვუყურებთ და ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საჯარო სკოლებთან, ვაკვირდებით პროცესებს როგორ მიმდინარეობს დისტანციურ სწავლება. მასწავლებლების, ადმინისტრაციის და დამრიგებლების ჩართულობა როგორია, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ის მიზნები, რომლებიც დასახულია ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, კონკრეტულ კლასთან მიმართებაში და საფეხურთან მიმართებაში, მასწავლებლებმა შეძლონ სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც შეასრულონ და დისტანციური სწავლების პროცესში მაქსიმუმით თუ არა გარკვეული პროცენტით მიაღწიონ იმ შედეგს, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა სთავაზობს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება