სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე'' სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია ცხადდება
18-08-2017
-
+


''ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს'' მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს რეგისტრაციას ''სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე'' მონაწილეობის მსურველთათვის.

კონფერენცია განკუთვნილია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედი დირექტორებისთვის. მისი მიზანია პროექტის ფარგლებში ტრენინგ-მოდულებისა და კვარტლური შეხვედრების შედეგად მიღებული გამოცდილების, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ დირექტორებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტის აღნიშნულ აქტივობებში.

''სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია'' ჩატარდება 2017 წლის 9-10 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ''რადისონ ბლუ ივერიაში''.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაცის გავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge  და დასრულდება 24 აგვისტოს დღის 12:00 საათზე.

პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 200 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი;
  • წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის ტრენინგ-მოდულები (ლიდერობის აკადემია 1, ლიდერობის აკადემია 2, მ. 1-2).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება