სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტთა რომელ კატეგორიას აქვს მობილობით სარგებლობის უფლება?
18-08-2017
-
+


რას ნიშნავს მობილობა? მობილობა ნიშნავს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას (გარე მობილობა), ასევე, ერთსა და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლას (შიდა მობილობა). 
 
როდის ხორციელდება მობილობა? გარე მობილობა ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვადებში, წელიწადში ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში, ხოლო შიდა მობილობა - დაწესებულების მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, წელიწადში ორჯერ. 
     
ვის აქვს მობილობის უფლება? მობილობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა, ისწავლა შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი და რეგისტრაციის მომენტისათვის ელექტრონული პორტალის მიხედვით აქვს დაწესებულების სტუდენტის სტატუსი.       
 
ვის არ აქვს მობილობის უფლება? მობილობის უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც არ არიან ჩარიცხულნი კანონმდებლობით დადგენილი წესით ან არ უსწავლიათ შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება