სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მზის სხივები კორონავირუსს სწრაფად ანადგურებს - „ვირუსი ზედაპირზე კვდომას ორ წუთში იწყებს“
07-05-2020
-
+


ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ასევე, მზის პირდაპირი სხივები ახალ კორონავირუსს სწრაფად ანადგურებს, როგორც ჰაერში, ისე სხვადასხვა ზედაპირზე.

მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ს ეროვნული უსაფრ­თხო­ე­ბის დეპარტამენტის მრჩე­ველ­მა, უი­ლი­ამ ბრა­ი­ან­მა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კორონავირუსი შესაძლოა მზის სხივებით განადგურდეს.

საკუთარი სიტყვების დასტურად ბრაიანმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ​მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით, 21-დან 24 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და 20% ტენიანობაზე კვდება.

„ვირუსი ზედაპირზე კვდომას ორ წუთში იწყებს. ჰაერში კი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით სიცოცხლისუნარიანობას წუთნახევარში კარგავს, 21-დან 24 გრადუს ტემპერატურაზე და სულ რაღაც 20% ტენიანობაზე “,- განაცხადა ბრაიანმა.

უილიამ ბრაიანის თქმით, ულტრაიისფერი სხივები ძლიერ გავლენას ახდენს პათოგენზე, რაც იძლევა იმედს, რომ ვირუსის გავრცელება ზაფხულს განმავლობაში შესაძლოა შენელდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად კვლევა ჯერ არ არის რეცენზირებული და შიდა შეფასებას ელოდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება