TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასეთი ცივი და შიშის მომცველი გაზაფხული არასდროს ყოფილა“ - ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის სევდიანი ჩანაწერი
10-04-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნუნუ კუტივაძე კორონავირუსის გამო დასადგურებულ „სიჩუმის 1 თვეს“ ჩანახატს უძღვნის და საკუთარი თვალით დანახულ გაზაფხულს აღწერს, რომელიც კორონავირუსის გამო სხვებისგან განსხვავებულია. 

etaloni.ge მოსწავლის მიერ გადმოცემულ სევდიან ნაფიქრალს უცვლელად გთავაზობთ:                                    

                                                             ჩემი თვალით დანახული სამყარო

დადგა ახალი რეალობის დასაწყისი...

რეალობისა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის ეშინიათ, ერთმანეთს გაურბიან  და  ერთმანეთისგან სიშორეს ამჯობინებენ...

ბოლო ერთმა თვემ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და თან მომცა საშუალება სხვაგვარად დამენახა სამყარო, დამეხმარა ადამიანური ურთიერთობების არსს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი და ფერადი კი არა, მუქი ფერებით გაჯერებული დამენახა ახალი სამყარო,  სადაც შიშია გამეფებული... (და სამწუხაროა, რომ ამ ჯერჯერობით დასასრული არ აქვს.)

ასეთი ცივი და შიშის მომცველი გაზაფხული არასდროს ყოფილა,  არც ცხოვრება ყოფილა ასეთი დამრთგუნველი და სიცოცხლე დაუცველი.

გაზაფხულის სილამაზე და მრავალფეროვნება ადამიანისგან აღარ აღიქმება, მათთვის საფიქრალი მხოლოდ ერთია - როგორმე გადარჩნენ...

ხეებსაც გასცვეთიათ თავისი ჭრელი, ხელთუქმნელი კაბები და უხალისოდ დაუშვიათ ტოტები დაბლა...  ისინიც დარდობენ, განიცდიან კაცობრიობის თავს დატეხილ უბედურებას...

თითქმის ერთი თვე მიიწურა იმის მოლოდინში, რომ კოშმარად ქცეული დღეები ჩაივლიდა, შიშით ავსილი გულები დამშვიდდებოდა და სამყარო კვლავ შეიმოსებოდა ნათელი ფერებით, ისევ გაუღიმებდნენ ადამიანები ერთმანეთს და გულწრფელ სიყვარულს გაუზიარებდნენ ერთურთს. 

.... მწარე რეალობაა, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობის სიმბოლოდ ვირტუალური სამყარო იქცა, რომელიც რეალური სამყაროსგან ძირეულად განსხვავდება, თუმცა ამ ყველაფერმა ადამიანები ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა, რომ მართლაც „წუთია  წუთისოფელი.“

ყველაფრის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება, დასრულდება შიში და ერთმანეთის მონატრება.

ღრმა რწმენით მწამს, რომ უფლის ნებით კვლავ შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში გაცრეცილი, შიშის მომგვრელი გაზაფხულის ნაცვლად თბილი, ხატულა და ფერადი კაბებით შემოსილი გაზაფხული.

ჩემი ნატვრაა ტკივილის გარეშე მიხაროდეს, მოღრუბლულ  ცაზე ცხრათვალა მზეს ვხატავდე და ყოველი დღის გათენებას სიხარული და ბედნიერება მოჰქონდეს... 

ღმერთი მოწყალეა, ამიტომაც მჯერა, რომ მალე ყველფერი კარგად იქნება...   

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში                   


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება