სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
06-04-2020
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის პედაგოგები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ ესგ -ით გათვალისწინებული პროგრამა მოსწავლეებმა დაძლიონ სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

„საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია საჯარო სკოლები გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, მასწავლებლები და მოსწავლეები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, როგორც საქართველოს სხვა სკოლებში ასევე ჩვენთან ეს პროცესი მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩვენი პედაგოგების თავდადება, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ ესგ -ით გათვალისწინებული პროგრამა მოსწავლეებმა დაძლიონ სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით, აქვე მინდა სკოლის სახელით მადლობა გამოვუცხადო ყველა მშობელს ამ პროცესში აქტიურად ჩართვისთვის და მინდა ვუთხრა, რომ არა თქვენი მაღალი ჩართულობა სკოლა ვერ მიიღებდა გამოწვევას და დავრჩებოდით პრობლემის წინაშე.

თუმცა ჩვენთანაც აღმოჩდნენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც არ გააჩნიათ საშუალება იმისა, რომ ჩაერთონ დისტანციურად პროცესში, ასეთ მოსწავლეებთან მასწავლებლები სატელეფონო ზარებით ამყარებენ კომუნიკაციას, ასევე არიან ოჯახები სადაც 2-3 მოსწავლე ჰყავთ და მხოლოდ ერთი ტექნიკური საშუალებაა ოჯახში, ამისათვის სკოლაში შეიქმნა ახალი საგაკვეთილო ცხრილი სადაც ყველა გაკვეთილი გაწერილია საათობრივად რამაც მოგვცა საშუალება გაგვეთვალისწინებინა ყველა მოსწავლის შესაძლებლობა და უზრუნველგვეყო ყველას ჩართულობა. სრულიად საქართველოს უსურვებთ წარმატებას და რაც მთავარია ჯანმრთელობას“- აღნიშნულის დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება