| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულელი 79 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული გარდაიცვალა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი განმარტავს, რომ პაციენტს სხვადასხვა თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.
„თანდართული ანამნეზით კახექსიამ, ჰიპერტენზიამ და მკვეთრი წონის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოვიდინფექციისა და ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტის დამძიმება. სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით. გარდაცვლილი ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან 79 წლის იყო.
განვმარტავ, რომ ის მძიმე თანმხლები დაავადებებით იყო. ერთ-ერთი იყო გულის უკმარისობა მეოთხე კლინიკური ჯგუფით, რაც იმას ნიშნავს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ქალბატონის მდგომარეობა, კარდიოლოგების მიერ, დეკომპენსაციით ფასდებოდა,"- აღნიშნა ლევან რატიანმა.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 28 და გარდაცვლილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კარანტინის რეჟიმში 5526 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი