სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს დააფინანსებს
02-04-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი, წარჩინებული სტუდენტები. ფონდი საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეადგენს წელიწადში 2250 ლარს.

„ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და მილენიუმის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები.

საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება და წელიწადში მოაგროვოს მინიმუმ 55 სასწავლო კრედიტი. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და იყვნენ წარმატებულნი“, - აღნიშნავს რექტორი.

ფონდის ფარგლებში ასევე მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს დაფინანსებას, მათ შორის:

  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);
  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
  • სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით). დეტალებისთვის იხ.: https://kiu.edu.ge/index.php?m=121


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება