სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5-კრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო, რომლის წარმატებით გავლა სტატუსს აგიმაღლებთ - გაეცანით პირობებს
01-04-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული პრაქტიკოს მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც წარიმართება ონლაინ ფორმატში. ტრენინგების გავლა შესაძლებელი იქნება Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, რაც მათ მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციას გაუიოლებს.

მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ზოგადი და საგნობრივი ტრენინგებიდან მათთვის საჭირო მოდულები. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი კრედიტქულა სჭირდებათ მათ სტატუსის ასამაღლებლად. ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft რესურსების გამოყენებით“ არის სხვათაგავლის წინაპირობა. მასწავლებლები შეძლებენ გაიაონ „ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“, „სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“, ასევე საგნობრივი მოდულები, რომლებიც ერთობლივად მასწავლებლებს არაუმეტეს 5 კრედიტქულას მოუტანს, ან საჭიროების მიხედვით აარჩიონ მათგან სასურველი.

ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად მიღებულმა კრედიტქულებმა ძირითად და სავალდებულო აქტივობებში დაგროვილ კრედიტქულებთან ერთად ჯამში უნდა შეადგინოს 19 კრედიტქულა, რაც პრაქტიკოს მასწავლებლებს მისცემს საშუალებას შეიცვალონ სტატუსი. კრედიტქულების გასაუმჯობესებლად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე საშუალება ეძლევათ განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/ გამოცდები, რომლებშიც ნაწილობრივი კრედიტქულები აქვთ მოპოვებული.

ონლაინ ტრენინგებზე დასარეგისტრირებლად და თითოეული ტრენინგის ანოტაციის გასაცნობად გადადით ბმულზე.

დარეგისტრირდით თქვენ მიერ შერჩეულ ტრენინგებზე, რომლებიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 კრედიტქულას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ტელ: 2 200 220 (4708)

საგნისა და ზოგადი კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება