სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რა ნოვაცია შესთავაზა Izrune.ge-მ მშობლებს 29 მარტიდან - ინტერვიუ პროექტის ავტორთან
09-04-2020
-
+


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე საქართველოში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იმისათვის, რომ ბავშვი სწავლას არ ჩამორჩეს, მშობელმა დროულად იზრუნოს მის აღზრდა-განათლებაზე, მოსწავლემ სახალისო ფორმით გადაამოწმოს საკუთარი ცოდნა და სწავლისადმი მოტივაციაც შეინარჩუნოს, იდეალური საშუალება ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა.

Izrune.ge სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რაც მთავარია, ბავშვის აღზრდა-განათლების პროცესში მშობლის აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. პროექტის შესახებ, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე Etaloni.ge პროექტ „ეტალონის“ და Izrune.ge-ს ავტორს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს გოჩა ტყეშელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გოჩა, რა არის Izrune.ge და რატომ უნდა ჩაერთოს მასში მშობელი და ჩართოს მოსწავლე შვილები?

- ჩემი ინტერვიუს პირველ ნაწილში თემატური ხუთშაბათები ვახსენე, ახლა მშობლებს ვეტყვი, რას აძლევს Izrune.ge დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, საბაზო კლასის და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, ანუ რა სახის ამოცანები დავისახეთ სკოლის საფეხურების მიხედვით. Izrune.ge-ს საშუალებით მშობლებო, თქვენ შეძლებთ:

- ბავშვობიდან, ანუ დაწყებითი კლასებიდანვე შეაყვაროთ თქვენს ბავშვს სწავლა;

-  წარმატებით გადალახოთ ბავშვის გარდატეხის ურთულესი ასაკი საბაზო კლასებში;

- დამამთავრებელ კლასებში კი ბავშვის უნარების და მიდრეკილებების მიხედვით, სწორად შეირჩეს მისი პროფესია,

ამასთან პირადი ფსიქოლოგების რჩევებიც იქნება გათვალისწინებული;

Izrune.ge-ს საშუალებით 29 მარტის შემაჯამებელი ტესტიდან უკვე შემოვიდა და დაინერგა ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სიახლე - მოსწავლის ეფექტური განათლების პირადი მენეჯერი, რაც ნიშნავს:

1. ტექნოლოგიური კვლევები: ინდივიდუალური გრაფიკები და ცხრილები;
2. ტექნოლოგიური კვლევები + დისტანციური ინდივიდუალური რჩევები;
3. ტექნოლოგიური კვლევები + დისტანციური ინდივიდუალური რჩევები + პროფესიის შერჩევაში დახმარება

ტექნოლოგიური კვლევებისა და პირადი ფსიქოლოგის რჩევების საფუძველზე;

წინ ბევრი სიახლე გვექნება, ყველაფერს ახლა ვერ მოგახსენებთ.

- რომელი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები არიან Izrune.ge-ს ლიდერები?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კორონავირუსის პანდემიამ აზროვნების ფუნდამენტური ცვლილებები უნდა გამოიწვიოს. ამ ცვლილებების მიზანი უნდა გახდეს მომავალ თაობაში მოქლაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ძალიან სასურველია ამ პროცესში სახელმწიფოც იყოს ჩართული. სწორედ ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტია Izrune.ge, რომელიც შინაარსობრივი თვალსაზრისით მრავალსიძნელეგადალახულ „ეტალონის“ ​ გამოცდილებას ეყრდნობა. ამიტომაც Izrune.ge-ს განვითარებაზე ფიქრისას გადავწყვიტეთ დავეყრდნოთ სტატისტიკას და თანამოაზრეებს. Izrune.ge-ს და

Etaloni.ge-ს უმძლავრესი სტატისტიკა ცალკე საუბრის თემაა. რაც შეეხება თანამოაზრეებს, მთელი აჭარა და აჭარის ა/რ მთავრობა ჩვენი თანამოაზრე გასული 2019 წლის შემოდგომიდან გახდა და აჭარაში უმძლავრესი შედეგები გვაქვს. მინდა გამოვყო აჭარის ა/რ-ის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ამ ახალგაზრდა კაცმა Izrune.ge-ს სახელმწიფოებრივი საჭიროება და პერსპექტივები თავიდანვე დაინახა და თითოეული აჭარელი მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, ჯერ 3-თვიანი საცდელი თანამშრომლობა შედგა, რომელიც ახლაც წარმატებით გრძელდება.

აჭარას აჰყვა რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთი და იქ ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობა ერთსულოვანი იყო და დღეს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის უკლებლივ ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, Izrune.ge-ს ყველა სიკეთე სრულიად უსასყიდლოდ მიიღოს. რაჭა-ლეჩხუმი ქვემოს სვანეთის რწმუნებული ბატონი არჩილ ჯაფარიძე წლებია რაც ჩვენი პროექტების თანამოაზრეა, ეს რეგიონი ლიდერია.

ცალკე საუბრის თემაა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, ამ ადამიანის გამოცდილებამ, ალღომ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ პირადად ჩემში ყველა მოლოდინს გადააჭარბა და დღეს მთელი თიანეთის მოსახლეობა და ყველა ოჯახი Izrune.ge-შია ჩართული და ამ პროცესის მაჯისცემას თიანეთის მერი უშუალოდ გრძნობს. 

Izrune.ge-ს საჭიროება უკვე დრომ დაადასტურა. იქნება, უამრავი ტექნოლოგიური და შინაარსობრივი სიახლე და ეს სწრაფი, უწყვეტი პროცესია. 

პირველი და ყველაზე მთავარი, რაც გვინდა ამ პროცესში შევინარჩუნოთ, ეს გახლავთ Izrune.ge-ს სახალხოობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა. ამ საკითხის გადაწყვეტას კი მარტო ჩვენ ვერ მოვახერხებთ, ამიტომაც სახელმწიფომაც უნდა აიღოს თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა. აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, თიანეთში სახელმწიფოებრივი მიდგომების წარმატებული მაგალითები უკვე გვაქვს. დარწმუნებული ვარ მათ სხვებიც მიბაძავენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება