სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოერიდეთ მიკროტალღური ღუმელის გამოყენებას - რა კავშირშია ეს ინტერნეტთან და რა უნდა გააკეთოთ სწრაფი Wi-Fi-ის მისაღებად?
25-03-2020
-
+


დღეს, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, მსოფლიო მოსახლეობა სახლებში გამოიკეტა და მეგობრულმა შეკრებებმა, პაემნებმა თუ ბიზნეს-შეხვედრებმაც ონლაინ-რეჟიმში გადაინაცვლა. ასეთ ვითარებაში, გარესამყაროსთან კავშირის გზად და ხიდად ინტერნეტი იქცა.  კომპანია BT Openreach-მა უკვე განაცხადა, რომ ინტერნეტის მოხმარება უკვე 20%-ით გაიზარდა, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის შესანარჩუნებლად, მედია ზედამხედველობის კომპანია Ofcom-მა შეადგინა რჩევების სია, რათა უწყვეტი და ხარისხიანი კავშირი მივიღოთ.

დიდ ბრიტანეთში უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო იმ რეკომენდაციებმა, რომელთა შესრულებისკენ მოსახლეობას მოუწოდებენ, რათა უწყვეტი ინტერნეტ-კავშირი იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ახლა გვჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ სახლებში, რათა ვიხსნათ მათი სიცოცხლე - განაცხადა ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა ოლივერ დაუდენმა, და დასძინა, რომ ასეთ დროს, ინტერნეტის საიმედო სიჩქარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ადამიანებმა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ მუშაობა და ჰქონდეთ უწყვეტი კავშირი გარესამყაროსთან.

ინტერნეტ-პროვაიდერები მსოფლიო მოსახლეობას ამშვიდებენ, თქვენს ვირტუალურ კავშირებს არაფერი ემუქრებაო, მაგრამ ყველამ ვიცით, ასე დიდხანს და საფუძვლიანად თუ გაგრძელდება, ინტერნეტი უბრალოდ გაჭედავს.; ამიტომ BBC ნიუსი, კომპეტენტური აზრის გათვალისწინებით, რამდენიმე რჩევას გვთავაზობს, როგორ უზრუნველვყოთ სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი:  

რეკომენდაციებს შორის, პირველი და უმთავრესია - მოვერიდოთ მიკროტალღურ ღუმელს. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს მაგრამ ფაქტია - მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია Wi-Fi სიგნალის შემცირება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვახორციელებთ ვიდეოზარს ან ვუყურებთ HD-ვიდეოს;

სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, მოვარიდოთ ინტერნეტკავშირის გამანაწილებელი იმ მოწყობილობებს, რომელიც ხელს უშლის სიგნალის მოწოდებას.

ეს  მოწყობილობებია: უკაბელო ტელეფონი, საბავშვო მონიტორები, ჰალოგენური ნათურები, სტერეო და კომპიუტერული დინამიკები, ტელევიზორები;

შემდეგ რეკომენდაცია ეხება ვიდეოზარებს - პროვაიდერები გვირჩევენ ვისარგებლოთ Facetime-ით, Skype-ით ან WhatsApp-ით და აუცილებლად გავთიშოთ ის მოწყობილობები, რომლებსაც კონკრეტულ ეტაპზე ნაკლებად ვიყენებთ. გაითვალისწინეთ - რაც მეტი მოწყობილობა იქნება დაკავშირებული თქვენს Wi-Fi-სთან მით დაბალი იქნება ინტერნეტის ხარისხი.

პლანშეტები და სმარტფონებისმაგვარი მოწყობილობები, ხშირად მუშაობს ფონურ რეჟიმზე, ამიტომ გაუთიშეთ მათ WI-Fi-მიმღები.  

ესაა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებასაც მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერები გვირჩევენ და კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას: 

1.დადეთ ინტერნეტ-გამანაწილებელი მაგიდაზე ან თაროზე და არა იატაკზე;

2.ეცადეთ, გამოიყენოთ აუდიო და არა ვიდეოზარები;

3.დარჩით სახლში და გაითვალისწინეთ, რომ ყველა ვზრუნავთ, არ შეიზღუდოს ინტერნეტის მიწოდება

აქვე აღსანიშნავია, რომ Facebook-მა, Netflix-მა, Disney-მ, YouTube-მა უკვე დააგდეს ვიდეოების ხარისხი, რათა როგორმე შეემსუბუქნებინათ დატვირთვა ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება