სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებს ვუხდი მადლობას, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაირღვეს ბავშვების უფლებები“ - დგებუაძე
25-03-2020
-
+


„მასწავლებლებს ვუხდი მადლობას, რომ ჩვენთან თანამშრომლობენ“, -ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, სამინისტრომ სკოლებს გაუგზავნა რეკომენდაციები, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ მოსწყდნენ და სწავლა დისტანციურად განაგრძონ.

კითხვაზე, ჩაეთვლებათ თუ არა მოსწავლეებს დისტანციური სწავლება აკადემიურად, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაირღვეს ბავშვების უფლებები.

„თუ აპრილიდან განახლდება სასწავლო პროცესი, შევთავაზებთ სკოლებს, თუ როგორ შეძლონ ესგ-ს გადახედვა მიზნების შეკუმშვით და როგორ დავასრულოთ სასწავლო პროცესი. თუ გახანგრძლივდება არდადეგები, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არ დაირღვეს ბავშვების უფლებები და აღიარება მოხდება იმ პროგრამებისა, რომელსაც დისტანციურად გაივლიან მოსწავლეები“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ონლაინ-რეჟიმში სწავლების წუთობრივი ვადა დადგენილი არაა. არსებობს ღია ფორმატი და მასწავლებელს შეუძლია, დრო თავად გადაანაწილოს. სამინისტრო ონლაინ-გაკვეთილების მინიმუმ დროს დაადგენს და სკოლებს გაუგზავნის, გაკვეთილების მაქსიმალური ვადა კი მასწავლებლის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება