| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინფორმაცია, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტარდება სავალდებულო ტრენინგები დისტანციურ სწავლებაზე, არასწორია. ასეთია განათლების სამინისტროს პასუხი ერთ-ერთი პედაგოგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები იმ მასწავლებლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დისტანციურად დაესწრონ ონლაინ ტრენინგს სკოლაში მისვლას და ტრენინგში იქიდან ჩართვას სთხოვენ.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლებს უტარდებათ ონლაინტრენინგები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. რომელი მასწავლებელიც ვერ ერთვება სახლიდან, დირექტორი და სასწავლო ნაწილი სთხოვენ მოვიდნენ სკოლაში და იქიდან ჩაერთონ", - აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით,განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში მონაწილე ტექნოლოგიების ქოუჩები მოხალისეობრივად ეხმარიებიან მასწავლებლებს და მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობა პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის.
„ვინაიდან „ახალის სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებაა სწავლა-სწავლების პროცესში, ცხადია, ამ პროექტის მონაწილე მასწავლებლები ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდნენ შექმნილ ვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენი ქოუჩების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგოების ქოუჩების, სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მოხალისეობრივად ეხმარებიან ასობით სხვა მასწავლებელსაც სამინისტროს მიერ შეთავაზებული Microsoft Office 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებაში.
სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტარდება სავალდებულო ტრენინგები დისტანციურ სწავლებაზე და მასწავლებლებს აიძულებენ მასში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რაც აიძულებს პედაგოგებს სკოლებში მისვლას:
ამდენად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თუ რაიმე ამ ეტაპზე ხორციელდება, ეს ყველაფერი მხოლოდ მოხალისეობრივად და მათთვის, ვინც დახმარების საჭიროებას გამოთქვამს.
თუ რაიმე დაიგეგმება, ცხადია, არსებული მდგომარეობისა და ჩართული სკოლების პედაგოგების შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება. ჩვეულ რეჟიმში არ იყო ეს პროექტი სავალდებულო სკოლებისთვის და მით უფრო ახლა. პროექტის ფილოსოფია მასწავლებლების მოტივაციაზე დგას და არა იძულებაზე.
ახლა, როცა ისედაც დაძაბული სიტუაციაა, ყველას გთხოვთ, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ, სანამ რაიმეს გაავრცელებთ.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმხნევეს და ულევ მოტივაციას“, - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა