სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ არ შევეხოთ სახეს, როდესაც გარშემო კორონავირუსია
28-03-2020
-
+


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, კორონავირუსით ინფიცირებისგან თავდასაცავად, ხელით არ შევეხოთ სახეს. ეს რჩევა აქტუალურია სხვა ბევრ შემთხვევაშიც, როდესაც ვირუსი ან ბაქტერია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა მონაცემით, ადამიანები სახეზე ხელს საათში, საშუალოდ, 16-23-ჯერ იკიდებენ და ამ ქმედებას არ შეიძლება ეწოდოს შეგნებული. ამიტომ მოვამზადეთ ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ ამ ჩვევასთან ბრძოლაში.

შეეცადეთ გაიგოთ, ამ ქმედებისკენ რა გიბიძგებთ

იმისთვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას - როგორ არ შევეხოთ სახეს? საჭიროა თავიდან გავარკვიოთ, თუ რატომ ვიკიდებთ  სახეზე ხელს. 

დღის განმავლობაში დააკვირდით და თქვენთვის ჩაინიშნეთ, თუ რა გიბიძგებთ იმისკენ, რომ სახეზე მოიკიდოთ ხელი: რა სიტუაციაში და რატომ ეხებით მას ყველაზე ხშირად.

ამასთან, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები ყველაზე მეტად სახეს უსიამოვნო სიტუაციებში ეხებიან - მაგალითად, როდესაც შფოთავენ ან ტყუილის თქმა უწევთ,  ან თუ ადამიანს ყურადღებას უფანტავენ იმ საქმისგან, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს.

შეეცადეთ, შეამციროთ უსიამოვნო სიტუაციების რიცხვი

რა თქმა უნდა, საუბარი საქმეზე მარტივია, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა სტრესული სიტუაციების რაოდენობის შემცირება ან მათდამი დამოკიდებულების შეცვლა. 

საბედნიეროდ, ხანდახან მაპროვოცირებელი სიტუაცია საკმაოდ კონკრეტულია და მისგან გათავისუფლება მარტივია. მაგალითად, მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები მშრალი, მგრძნობიარე კანით უფრო ხშირად ეხებიან სახეს.

შეეცადეთ შეარჩიოთ კარგი დამატენიანებელი საშუალება სიტუაციის გასაუმჯობესებლად. თუ საქმე ლინზებშია, რომლებიც სამუშაო დღის ბოლოს შრება - ხელოვნური ცრემლი გამოიყენეთ. თუ პრობლემა თმაშია, რომელიც გამუდმებით თვალებში გეფხატებათ, თქვენ იცით, როგორ მოიქცეთ.

არსებობს პატარა ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ თავი.

გაიკეთეთ მაკიაჟი

არსებობს კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მაკიაჟი ადამიანს ეხმარება, ხელები სახისგან შორს ჰქონდეს, რომ არ გაითხაპნოს ჩრდილები თუ ტონალური კრემი.

გამოიყენეთ სპეციალური საიტი

საიტი სახელად Do Not Touch Your Face გიყურებთ კამერით და ხმამაღლა გთხოვთ, გაჩერდეთ, თუ თქვენი ხელები სახისკენ „გარბის“.

აქციეთ ხელების მოძრაობა შესამჩნევი

The New York Times გვირჩევს, გამოვიყენოთ სურნელოვანი საპონი ან დამატენიანებელი საშუალება. BuzzFeed გვთავაზობს, ხელზე ფერადი ლენტები დავიკრათ, ხელთათმანები გავიკეთოთ ან ყელზე მსხვილი ყელსახვევი მოვიხვიოთ, რომელსაც სავარაუდოდ, სახისკენ ხელის წაღების დროს გამოვედებით.

თუ მაინც ვერ იკავებთ თავს - შეეხეთ მას სუფთა ხელებით

სინამდვილეში, პრობლემა ის კი არაა, ადამიანები სახეს რომ ეხებიან, არამედ ის, რომ მასზე ჭუჭყიან ხელს იკიდებენ. ამიტომ, თუ  თავს ვერ იკავებთ, უბრალოდ კარგად დაიბანეთ ხელები ან გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის დაფასება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ

მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება