სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

დალი კვიციანი: „მაბედნიერებს იმის გააზრება, რომ ჩემმა მოსწავლეებმა იმედი გამიმართლეს“
16-03-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლაში წლებია დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევანი ბავშვების სიყვარულმა და კიდევ იმან განაპირობა, რომ თავადაც საოცარი პედაგოგები ჰყავდა. დალი კვიციანმა Etaloni.ge-ს ისიც გაუმხილა, რომ მისთვის ადვილი სულაც არ ყოფილა მშობლიურ სკოლაში პედაგოგად დაბრუნება, თუმცა საკუთარი მასწავლებლების და შემდგომში უკვე კოლეგების თანადგომით, ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდა.

„ეს პროფესია ყოველთვის ძალიან მიყვარდა, სწორედ ჩემი მასწავლებლების წყალობით; გარდა ამისა, ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს... ამ ყველაფრის გამო მეც მასწავლებლობა გადავწყვიტე“, - იხსენებს დალი კვიციანი და აქვე იმასაც გვიამბობს, თავად როგორი მოსწავლე იყო: „ხუთებზე ვსწავლობდი, კარგი მოსწავლე ვიყავი და არც მასწავლებლებისთვის მომიწყვია ოინები, თუმცა რომ გითხრათ, შატალოზე არასოდეს წავსულვარ-მეთქი, ტყუილი იქნება“.

დალი მასწავლებელს მშობლიური მხარის მიტოვება არასოდეს უფიქრია, ჩემი ოჯახი, ჩემი ფუძე აქ არისო, გვითხრა; თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ ოჯახი და ფესვები არაა ამ პატრიოტიზმის მიზეზი. ქალბატონი დალი ჩვენთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევამ და თავდადებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მაზერის სკოლას მიგრაციის საკითხი ნაკლებად ეხება: „არასოდეს მიფიქრია ჩემი მშობლიური მხარის მიტოვება იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი აქ არის; მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი მუნიციპალიტეტის პატრიოტი ვარ, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მართლაც ყოველმხრივ გვერდში გვიდგას. პედაგოგები განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ თანადგომას, სკოლაზე ზრუნვას. ყველაფერი კეთდება, რათა ადგილობრივმა პედაგოგმა და თუნდაც მოსწავლემ, სკოლა არ მიატოვოს და ასეც ხდება - არ მახსენდება, რომელიმე ბავშვი ჩვენი სკოლიდან გადასულიყო სხვაგან“.

მესტიის პატრიოტი პედაგოგი დალი კვიციანი, Etaloni.ge-სთან მოსწავლეებზეც საუბრობს; ამჟამად მეოთხეკლასელების დამრიგებელია და როგორც აღნიშნავს, უკვე ძალიან განიცდის, დაფრთიანებული პატარები მაღალ საფეხურზე რომ გადავლენ. ცოტა მკაცრია, სწორედ სიმკაცრეში ავლენს უდიდეს სიყვარულს და მოხარულია, რომ ეს ურთიერთობები წლებს უძლებს იმისდა მიუხედავად, რომ დალი მასწავლებლის პატარები, „პატარები“ აღარ არიან.

„ქართულსა და მათემატიკას ვასწავლი... რთულია და საპასუხისმგებლო, როდესაც ასეთ პატარებთან გაქვს ურთიერთობა. თუმცა მათი სიყვარული ყველა გზას გასწავლის; მით უმეტეს, რომ ჩვენი სოფელი პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ამჟამად, მეოთხეკლასელების დამრიგებელი ვარ და ჩემთვის უაღრესად რთულია იმის გააზრება, რომ მალე ისინი მაღალ საფეხურზე გადავლენ. მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ჩვენი ურთიერთობები აქ არ სრულდება. სანამ ეს ბავშვები სკოლაში არიან, მუდმივად მათ გვერდით ვარ და მახარებს, როდესაც მათი წარმატების შესახებ ვიგებ. დიახ, ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით და მაბედნიერებს იმის გააზრება, რომ იმედი გამიმართლეს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება