სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ლუკა სამხარაძე - კერძო სკოლა ''ანაბასისის'' მოსწავლე ''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალზე საუკეთესო ოთხეულში მოხვდა
09-07-2017
-
+


ბათუმის საზაფხულო თეატრში საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი გაიმართა. 

''ეტალონის'' ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ. 

საუკეთესო 4 მონაწილეს შორის მოხვდა ''ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე'' ლუკა სამხარაძე. მას 89 ქულის მოსაპოვებლად 126.67 წამი დასჭირდა.

მიღწეული წარმატებისთვის ''ზესტაფონის ეტალონ მოსწავლეს'' კომპანია ''ახალმა ნათებამ'' 1000 ლარიანი ფულადი პრიზი გადასცა. 

ლუკა სამხარაძე კერძო სკოლა ''ანაბასისისი'' მე-10 კლასის მოსწავლეა. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ, მართალია, მიღწეულით კმაყოფილია, თუმცა მეტის იმედი ჰქონდა:

''უფრო მეტის მეტის იმედიც მქონდა, მაგრამ მიღწეულით კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ''ეტალონი'' არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს უფრო მეტ სტიმულს სწავლისთვის.''

ლუკა აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ოლიმპიადებში და სკოლაში თავადაც ატარებს ინტელექტ-ჩემპიონატებს:

''შარშან ვმონაწილეობდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ქიმიის ოლიმპიადაში, მე-3 ადგილი დავიკავეთ მე და ჩემმა გუნდმა. მიღწეული წარმატებისთვის ბაქსვუდის ბანაკში გაგვიშვეს 3 კვირა. ასევე ვმონაწილეობდი ზესტაფონში ჩატარებულ ინტელექტ-ჩემპიონატებში. სკოლაში გვაქვს რა? სად? როდის?-ის კლუბი, რომელსაც მე და ჩემი მეგობარი ვუძღვებით.''

''ანაბასისის'' სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე ''ზესტაფონის ეტალონ მოსწავლეზე'' საუბრისას აღნიშნავს, რომ ლუკა ყველა საგანს ძალიან ღრმად და საფუძვლიანად სწავლობს:

''ძალიან შთამეჭდავი ღონისძიება იყო. ბატონი გოჩა ძალიან დიდ ძალისხმევას წევს. გმირობაა, რომ ''ეტალონი'' ამდენი წელი არსებობს საგანმანათლებლო სივრცეში. ლუკა სამხარაძეს რაც შეეხება, მისი მასწავლებელი ვარ, ქიმიას ვასწავლი. ეს არის ბავშვი, რომელიც ყოველთვის მზად არის ყველა გაკვეთილისთვის, ყველა საგანს ძალიან ღრმად და საფუძვლიანად სწავლობს. ეს არის მოსწავლე, რომლისგანაც ნებისმიერ კონკურსში უნდა ივარაუდო, რომ წარმატებული იქნება. ნამდვილად ღირსეულები იყვნენ ''ეტალონის'' ფინალისტები. ძალიან სასამოვნო იყო თამაშის ამდენი ნიჭიერი ბავშვის შეჯიბრის ყურება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გოჩას და ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს.''

''ლუკა სკოლის ლიდერია'', აღნიშნავს ლუკას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თეა სამხარაძე:

''ლუკა მიზანდასახული, შრომისმოყვარე, ენერგიული ბიჭია. სკოლაში მაქსიმალურად ყველა მხრივ მობილიზებულია, ''ეტალონის'' პროექტამდეც გვქონდა ჩვენს სკოლაში ლუკაზე საუბარი, რომ არის მოსწავლის ეტალონი. არა მხოლოდ ჩვენი კოლექტივი იცნობს, არამედ მთელი რაიონის მასწავლებლები. ძალიან ზრდილობიანი, წესიერი, თავმდაბალი ბავშვია. დიდი ხანია სკოლაში ვასწავლი და ასეთი მოსწავლე ხშირი არ არის. ბავშვი ყოველმხრივ მოწესრიგებულია, მაქსიმალურად პასუხისმგებლობით უდგება ნებისმიერ საკითხს, მე მას სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და შემიძლია ვთქვა, რომ ის უკვე პიროვნებაა, საკუთარი თავის ძიების პროცესი ძალიან ადრეული ასაკიდან აქვს დაწყებული. ცდილობს, რომ დაეხმაროს ყველას და გვერდში დაუდგეს და ამ ყველაფერს ჩუმად აკეთებს, არ უყვარს აფიშირება. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია, უნდა უფრო მეტი შეძლოს და მეტს მიაღწიოს. როდესაც აქებ, თავს უხერხულად გრძნობს. სკოლაში ინტელექტუალურ თამაშებს ატარებს, სკოლის ლიდერია, ხშირად მართავს სასკოლო ტურებს. შარშან ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში იყო. ქიმიის ოლიპიადაში მონაწილეობდა თავის გუდთან ერთად, მე-3 ადგილზე გავიდნენ და ბანაკში გაატარეს სამი კვირა. იქიდან ჩამოსული კი ცდილობდა ის აქტივობები გადმოეტანა ჩვენს სკოლაში. ლუკა რასაც მოკიდებს ხელს, უკვე ვიცით, რომ მას შედეგი ექნება. დიდი მადლობა, ''ეტალონს'', რომ ჩვენს მოსწავლეებს აძლევს ინტელექტის ამაღლების შესაძლებლობას. მე მაშინ ბატონ გოჩას მადლობა გადავუხადე და ახლაც მინდა აღვნიშნო ჩემი მადლიერება იმისთვის, რომ ამ პროექტმა საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდები ერთად შეკრიბა და თავიანთი ცოდის გამოვლენის საშუალება მისცა.''

ლუკა სამხარაძის დედა ნატო აბულაძე თავის შვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ლუკა ძალიან მონდომებული და მიზანდასახული ბიჭია:

''ძნელია საკუთარ შვილზე საუბარი. ძალიან მონდომებული და მიზანდასახული ბავშვია და ცდილობს, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიოს. უყვარს კითხვა, მხატრული ლიტერატურის გაცნობა. ძალიან გაგვახარა თავისი წარმატებით. ძალიან შთამბეჭდავი იყო ''ეტალონის'' ფინალური ღონისძიება. ბევრი ვინერვიულეთ, ამაღელვებელი იყო. სამწუხაროა, რომ ტელევიზიით არ გადის.''

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის  ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება