სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭარნალის საჯარო სკოლის მკვლევართა კლუბი „ევრიკა“ წარმატებით მუშაობს
28-02-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ფარგლებში არსებული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი „ევრიკა“ აქტიურად მუშაობს.

კლუბის სლოგანია „ყველაფერი სკოლისგულზეა, მთავარია დააკვირდე“. კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ნაირა ჯაყელია.

კლუბში ფარგლებში ორი აქტივობა ჩატარდა. მოეწყო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა მაკარონის, თოკის, სკოტჩის და მათ მიერ არჩეული ნივთებით 10 წუთში „ოცნების კოშკები“ ააგეს. ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ,  რომელი უფრო რომანტიკულ კოშკს გაუკეთებდა პრეზენტაციას. აქტივობამ კლუბის წევრები გაამხიარულა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეორე აქტივობა ძალიან პრაქტიკული და ცხოვრებისეული იყო. კერძოდ, სახელწოდებით „როგორ გავარჩიოთ ბუნებრივი და სინთეზური ძაფები ერთმანეთისაგან“.

მოსწავლეებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ბამბის, შალის, აბრეშუმის, აცეტატურ ბოჭკოებზე, კაპრონსა და ლავსანზე. შეამოწმეს თავიანთი ტანსაცმლის ბოჭკოებიც.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს მიღებული ცოდნა ძალიან გამოადგებათ ცხოვრებაში და ცოდნას ახლობლებსაც გაუზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება