| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მთავრობა კორონა ვირუსისგან თავდასაცავად მსოფლიო ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ავრცლებს. აღნიშნული მიზნით, მთავრობამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ, როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები მათ შორის - მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.
ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.
კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.
რეკომენდაციები, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება;
ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა;
ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება;
რესპირატორული ინფექციების მქონდე ადამიანის მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა;
რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომლიც ქვეყნაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა