სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აპლიკაცია ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის, ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენებაზე - 3 საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა
25-02-2020
-
+


უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს, რომელსაც მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია მოზარდების ონლაინ სივრცეში მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია. ტრენინგზე მოზარდებს მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife“ გააცნეს. “Happy Onlife“-ის აპლიკაციით ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. აპლიკაცია  „Happy Onlife“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა:

  • კიბერბულინგი;
  • ინფორმაციის წყაროს კრიტიკულად შეფასება;
  • მშობელთან, მასწავლებელთან, უფროსებთან კომუნიკაცია;
  • პირადი მონაცემების ონლაინ სივრცეში დაცვა.

მედიაწიგნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი უკვე მეორე წელია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, 5 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება