სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''სიტყვა ''ეტალონი'' უცხოური სიტყვაა, მაგრამ დღეს ეს სიტყვა ყველას მშობლიურად ეჩვენება'' - სვერის სკოლის დირექტორი, თამაზ ცუცქირიძე
24-06-2017
-
+


ინტელექტ-შეჯიბრ ''ეტალონის'' ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ბათუმის საზაფხულო თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ და მონაწილეებმა ფინალის დაწყებამდე სულ რამოდენიმე წუთით ადრე სვერის სკოლის დირექტორის თამაზ ცუცქირიძის მეუღლის და ერთადერთი ვაჟის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 

სვერის სკოლის დირექტორი, თამაზ ცუცქირიძე:

''ბატონო გოჩა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ არა მარტო აქ მოწვევისთვის და წარდგენისათვის, არამედ იმ დიდი ადამიანური თანადგომისთვის, რომელიც პირადად თქვენ ჩემი ოჯახური ტრაგედიის გაზიარებით გამოხატეთ, როგორც პირადად საუბრისას, ასევე მედია საშუალებებით.  რომ არა ის ტრაგედია, შეიძლება ლაშაც კონკურსის მონაწილეთა შორის ყოფილიყო, ის ამაზე ოცნებობდა. ორივე დედა-შვილი თქვენი პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო. სიტყვა ''ეტალონი'' უცხოური სიტყვაა, მაგრამ დღეს ეს სიტყვა ვინც არ უნდა წარმოთქვას, მშობლიურად ეჩვენება და ეს თქვენი დამსახურებაა, ბატონო გოჩა. თქვენმა ვაჟკაცობამ, თქვენმა შემართებამ ეს პროექტი სრულიად საქართველოს კუთვნილებად აქცია, შეაღწია ყველა სკოლაში და დიდი მხარდაჭერით სარგებლობთ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო გოჩა. თქვენ ღირსეულად, დიდი ჟინით და ვაჟკაცური შემართებით ამკვიდრებთ ქართველ ახალგაზრდებში ცოდნისადმი სწრაფვას, ეროვნულ ღირებულებებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ამ პროექტის დალოცვისათვის, მხარდაჭერისათვის, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვერდით გედგათ, ბატონო გოჩა.''

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება