სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დაავადებები, რომლებიც მასწავლებლებს ემუქრებათ თუ კვირაში 20 საათზე მეტს საუბრობენ - საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები
17-02-2020
-
+


თანამედროვე მასწავლებლის ცხოვრება მარტივი არაა - პედაგოგიური საქმიანობა დაკავშირებულია დიდ დატვირთვასა და დაძაბულობასთან; აქედან გამომდინარე, მკვლევარები ფიქრობენ, მავნე ფაქტორების ზემოქმედების მხრივ, ეს პროფესია პირველ ადგილას დააყენონ.

ხმაურის მაღალი დონე, ემოციური ფონი, მხედველობის დაძაბვა, არანორმირებული გრაფიკი… ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, თუმცა მთავარი პრობლემა, რასაც მაწავლებლებს საკუთარი პროფესია უქმნის, სახმო აპარატის დაავადებებია.

როგორ იჩენს თავს პროფესიული დაავადებები და როდის დგება პედაგოგის ჯანმრთელობა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში, Etaloni.ge-ს ნ. მახვილაძის სახელობის, შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი რუსუდან ჯავახაძე დაეხმარება.

რა იწვევს სახმო აპარატის დაავადებებს

საქართველოში არსებობს პროფესიულ დაავადებათა ნუსხა, სადაც 123 დაავადებაა გაწერილი და მათ შორის არის სახმო აპარატის დაავადებები. ისინი უვითარდებათ პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მხატვრული კითხვის ოსტატებს, გიდებს, თარჯიმნებს, დიქტორებს...

სახმო აპარატის დაავადებებს იწვევს ხმის სისტემატური, ხანგრძლივი გადაძაბვა, ბგერის სიმაღლისა და ძალის არასწორი არტიკულაცია, ფონაციური სუნთქვის უცოდინარობა, ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, შენობის ცუდი აკუსტიკა, დამტვერიანება ასევე, ფიზიკური გადატვირთვა, რამოდენიმე განაკვეთზე მუშაობა, მხედველობის დაძაბვა, ხმაური, ელექტრომაგნიტური ტალღების უარყოფითი მოქმედება კომპიუტერთან მუშაობისას, ბაქტერიები და მიკრობები.

პედაგოგები მთელ დღეს ატარებენ სკოლაში, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, ერთი შეხედვით, მათი შრომა არ არის რთული, მაგრამ დეტალურად თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ - მასწავლებელი ატარებს გაკვეთილებს, ამოწმებს საშინაო დავალებას, მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, ესწრება შეკრებებს სკოლაში და მის გარეთ. აქედან გამომდინარე, მუდმივად რისკის ქვეშაა.

ხორხის პროფესიული დავადებების განვითარებას ხელს უწყობს ასევე ხმის ჰიგიენის დაუცველობა: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება.

მასწავლებლებში ყველაზე გავრცელებული დაავადებები  

მასწავლებლებში გავრცელებულია მხედველობის დაქვეითება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნევროზები, გაციება, ბრონქიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი; საყრდენ მამოძრავებელი აპარატის დაავადებები - სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ართრიტი.

რა ჩივილები ახასიათებს პროფესიულ დაავადებებს

ხმის ჟღერადობის დაქვეითება, მოქანცვა, ყელში სიმშრალე, წვა, კისერში ტკივილი - ამ ჩივილებით იწყება სახმო აპარატის დაავადება, რომელიც, შესაძლოა, იყოს როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული ხასიათის. დაავადება ადვილად იკურნება, თუ სწორად დაიცავთ ხმის ჰიგიენის პირობებს და ფონასთენია აღარ გადაიზრდება ორგანულ დაავადებაში, რომელსაც ახასიათებს ლარინგიტია და ე.წ. მომღერლის კვანძები.

როგორ ხდება პროფესიული დაავადების დადგენა

ტარდება გამოკვლევა და მხოლოდ პაციენტის ანამნეზის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება ხმის დატვირთვის ხარისხი. აქ საინტერესოა, რამდენი საათის განმავლობაში უწევს ლაპარაკი პაციენტს. საერთოდ, კანონით მიღებულია, რომ ხმის დატვირთვა კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 20 საათს, მაგრამ პედაგოგი, რომელიც რამდენიმე განაკვეთზე მუშაობს, ამშვიდებს მოსწავლეებს, ხსნის გაკვეთილს, კანონით დაშვებულ „ლიმიტს“, ბუნებრივია, აჭარბებს და შესაბამისად, ავადობის რისკიც იმატებს.

გარდა ამისა, საყურადღებოა ის, თუ რამდენი წლის სტაჟი აქვს პედაგოგს. საქმე ის გახლავთ, რომ 10 წლის მუშაობის შემდეგ, ნებისმიერ მასწავლებელს შესაძლოა განუვითარდეს ხმის პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებები.

პროფესიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა: 

მასწავლებლის დატვირთვა დაიგეგმოს დღის, კვირის თვის განმავლობაში; უნდა გამოირიცხოს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, მტვრის მავნე ზემოქმედება, სიცივე თუ სხვადასხვა გამღიზიანებელი და რაც მთავარია, თავად პედაგოგებმა უნდა მოძებნონ საკუთარი ემოციების მართვის საშუალება.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება