სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 სახალისო რჩევა, როგორ ვისარგებლოთ „შპარგალკებით“
30-06-2021
-
+


ფსიქოლოგები, რომლებიც დამახსოვრების მეთოდებს სწავლობენ, ამტკიცებენ, რომ „შპარგალკების“ დამზადება ინფორმაციის დამახსოვრებაში გვეხმარება. თქვენ ამ მატყუარა ფურცლებზე ყველაფერს ვერ დაიტანთ, ამიტომ ტვინი იძულებულია პატარ-პატარა მინიშნებების ერთმანეთთან დაკავშირება და ინფორმაციის სინთეზირება ისწავლოს. ასე რომ, თუ გამოცდისთვის მომზადება ვერ მოასწარით და „შპარგალკის“ გაკეთება გადაწყვიტეთ, შეიძლება ეს არცისე ცუდი აზრია, რადგან სანამ კარგ „შპარგალკას“ გააკეთებთ, საკმაოდ ბევრს ისწავლით.

მთავარია, როცა „შპარგალკის“ გამოყენებას გადაწყვეტთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:

მასზე დაიტანეთ მხოლოდ მთავარი ინფორმაცია

„შპარგალკის“ გაკეთებას აზრი არ აქვს, თუ მას სწრაფად და მარტივად ვერ გამოიყენებთ. ძალიან წვრილი შრიფტით ან უთავბოლო ტექსტებით ამას ვერ შეძლებთ. ისეც ნუ მოინდომებთ, როგორც ეს ფოტოზეა, თორემ სხვები მარტივად შეგამჩნევენ.



უმჯობესია ეს იყოს ცალკეული სიტყვები ან გამოსახულებები, რომლებიც მთელი ტექსტის ასოციაციას გიჩენთ

"შპარგალკებზე" დაიტანეთ საკვანძო სიტყვები ან ფორმულები. როგორც აღმოჩნდა, ამის გაკეთება ფეხსაცმლის ძირზეც შეიძლება, შემდეგ კი მთავარია ფეხი ფეხზე მოხერხებულად გადაიდოთ.



მონდომებული ადამიანი ფორმულებისთვის წყლის ბოთლსაც მოხერხებულად გამოიყენებს. 



„შპარგალკა“ უნდა იკითხებოდეს ადვილად და იყოს სტრუქტურირებული

წყლის ბოთლი ამ შემთხვევაშიც კარგი გადაწყვეტილებაა.



სწორად შეარჩიეთ „დანაშაულის ადგილი“

გოგონების შემთხვევაში „შპარგალკისთვის“ ბევრი ადგილი მოიძებნება. 





თუ შეგამჩნიეს, დანებდით

როცა "შპარგალკას" იყენებთ, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. დაყარეთ კალამი და ფურცელი და აღიარეთ დანაშაული.



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება