სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგნობრივ ექსპერტთა შესარჩევი კონკურსი მარტში გამოცხადდება - რა ფუნქცია-მოვალეობები განუსაზღვრა სამინისტრომ მათ?
14-02-2020
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ ეფექტურად განხორციელებისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რესურსცენტრების ჩართულობით პროცესის დეცენტრალიზირებას გეგმავს. ამ მიზნით, სამინისტრო რეგიონებში ექსპერტთა ჯგუფებს შექმნის.

უწყების განმარტებით, 14 საგნობრივი ექსპერტისგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში საგნობრივი ექსპერტებისა და დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები შევლენ.

ექსპერტები გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე, კონკურსის წესით შეირჩევიან. ხოლო კონკურსს სამინისტრო მარტში გამოაცხადებს.

„სექტემბრიდან უკვე 300 სკოლასთან იმუშავებენ ექსპერტები. მანამდე გამოცხადდება საჯარო კონკურსი, რომლის საფუძველზე მოხდება მხარდამჭერი ჯგუფების შერჩევა, რომლებიც სექტემბრამდე გაივლიან გადამზადებას. ეს იქნება როგორც პრაქტიკული ისე თეორიული კურსი. დაახლოებით 6 თვიანი პერიოდი დავითვალეთ, რომლის განმავლობაშიც ქოუჩები და ექსპერტები გადამზადდებიან. კონკურსი მარტში გამოცხადდება და შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგები სექტემბრამდე ჩაუტარდებათ.

სკოლაში ცალკე ჯგუფი აღარ იქნება, თუმცა დამატებით გვეყოლება ასისტენტები, რომლებიც მივლენილნი იქნებიან იმ სკოლებში,  სადაც ამის საჭიროება იქნება. იცით რომ გვაქვს მცირე, საშუალო და დიდკონტიგენტიანი სკოლები და იმის მიხედვით, ვის რა საჭიროება ექნება, ასისტენტები გაიგზავნებიან. ამასთან, ვფიქრობთ,  რომ შესაძლოა ასეთი პირები სკოლის ბაზაზეც არსებობდნენ და ადგილზე მართონ გარკვეული პროცესები“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობა ორ ეტაპად იქნება დაყოფილი. მათ მოვალეობაში როგორც სკოლაში არსებულ პრობლემების გადაჭრა, ისე სასწავლო გეგმის განვითარების შემუშავება შევა.

„უნდა აღვნიშნოთ რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ახლა 5-9 კლასებში შედის. აქამდე მეოთხე კლასის ჩათვლით ჩვენ არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ სასწავლო გეგმის, კურიკულუმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების ხელშეწყობა მომხდარიყო. თუმცა ახლა საგნობრივი ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად საგნობრივი ექსპერტების საჭიროება გამოჩნდა. ცხადია, ფილოლოგი ვერ დააკვალიანებს ფიზიკის მასწავლებლებს.

ექსპერტებს ექნებათ ორი ეტაპი. პირველი - ტრენინგები, მეორე უშუალოდ პროცესების მხარდაჭერა და მართვა იქნება. პირველ ეტაპზე ეს 14 კაციანმა ჯგუფმა შესაძლოა შეარჩიოს 14 სკოლა რეგიონში და თითოეული საგნობრივი ექსპერტი რომელიც სკოლაში შევა ჩაუტარებს საგნობრივ ტრენინგებს საგნობრივ მასწავლებლებს. ანუ პირველ ეტაპზე გაიცნობენ მასწავლებლებს, ადგილზე ნახავენ მდგომარეობას, პედაგოგებს გააცნობენ ახალი მოდელის პრინციპებს და ა.შ. ანუ იდეა ის არის რომ სკოლამ თავად განავითაროს მოსწავლეთა სასწავლო გეგმა რომელიც იქნება მოსწავლეთა განვითარების გზასთან.

მეორე ეტაპზე თითოეული საგნის ექსპერტი იბარებს თითო სკოლას, რომელზეც იქნება პასუხისმგებელი და ასისტენტთან, ან სკოლაში არსებულ კადრთან ერთად, რომელიც კურიკულუმის ხელმძღვანელი იქნება მოხდება სასწავლო გეგმისა და კურიკულუმის განვითარება. თუმცა თუ სკოლაში მაგალითად ქართულის საგნის ექსპერტია და მასთან მიდის ფიზიკის მასწავლებელი, ექსპერტი უკავშირდება რესურსცენტრის ბაზაზე მყოფ ჯგუფის წევრს და მასთან  გადის კონსულტაციას. ანუ ექსპერტები საგნობრივ ცოდნას გამოიყენებენ წერტილოვანი პრობლემების მოსაგვარებლად და ზოგადად ყველა მუშაობს კურიკულუმის განვითარებაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება