სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ონლაინ სწავლების 10 სარგებელი - რა უპირატესობა აქვს დისტანციურ განათლებას?
09-01-2021
-
+


დისტანციური სწავლება პანდემიამ უკვე ჩვეულ ფორმატად აქცია, რასაც სულ ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით.
ონლაინ სწავლების მეთოდი თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ დროს პედაგოგებს დისტანციურად ეკონტაქტებით, ვირტუალური გაკვეთილები გაქვთ და საჭირო კვლევებსაც დამოუკიდებლად წარმართავთ. ჩვენთან ძირითადად, ამ ფორმატის უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, მაგრამ ონლაინ სწავლებას ბევრი სარგებელიც აქვს. 

ზოგიერთ ადამიანს შესაძლებლობა არ აქვს სასწავლებლად სხვა ქალაქში გადავიდეს ან სამსახური მიატოვოს. ალბათ, ეს თქვენთვისაც ნაცნობი პრობლემაა.


„ეტალონი“ ამჯერად, დისტანციური მეთოდის უპირატესობებს გაგაცნობთ - მაშ ასე, ონლაინ სწავლების 10 სარგებელი ასეთია:

ისწავლეთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან

როდესაც სასწავლო მასალები ონლაინ ხელმისაწვდომია, სწავლა და მუშაობა ერთად ბევრად მოსახერხებელია.

მეტი ყურადღება

მოსმენისას აზრი ხშირად იფანტება. ფსიქოლოგების თქმით, მოსმენისას ადამიანი 45 წუთის განმავლობაში ფოკუსს 5-ჯერ კარგავს. ონლაინ პროგრამაში სტუდენტებს შეუძლიათ ვიდეო და აუდიო მასალებს ბევრად უფრო სწრაფად გადახედონ, ვიდრე ამას ლექტორი ახსნის.

ნაკლებად საშიში

ბევრი სტუდენტისთვის აუდიტორიაში საუბარი კომფორტული არ არის. მათთვის ვირტუალურ სივრცეში აზრების გაზიარება ბევრად მარტივია.

ფიქრის დრო აზრის გაზიარებამდე

ონლაინ სივრცეში სწავლისას მეტი დრო გაქვთ თემაზე იფიქროთ, იდეები გაგიჩნდეთ და თქვენი მოსაზრება მხოლოდ ამის შემდეგ გააზიაროთ. ამის საშუალება სააუდიტორიო მეცადინეობის დროს ნაკლებია.

ფოკუსი იდეაზე

ონლაინს სწავლებისას არავერბალური კომუნიკაციის ნაკლებობის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან სხეულის ენას ხანდახან საერთოდ არ არის ეფექტური. ლექტორებიც, ძირითადად, იდეაზე აკეთებენ აქცენტს და არავერბალური კომუნიკაციის ფორმებითაც არ გამოირჩევიან.

ჯგუფური კომუნიკაცია

სასწავლო კურსები ჯგუფურ დავალებებსაც მოიცავს, რისთვისაც აუდიტორიებში უნდა შეიკრიბოთ. ამას, ცხადია, დამატებითი დრო სჭირდება. ონლაინ სწავლებისას კი ჩატებსა და ონლაინ ჯგუფებში შეგიძლიათ კომუნიკაციის დამყარება.

მოსახერხებელი გრაფიკი

კამპუსში სწავლისას ლექციებზე საათობით უნდა ისხდეთ. ონლაინ სწავლისას კი გინდათ დღისით იმეცადინებთ, გინდათ ღამით.

საფასური

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება იგივე ან ცოტა უფრო ძვირიც შეიძლება ღირდეს, ვიდრე ჩვეულებრივ სასწავლებელში სწავლისას, იგი ფულის დაზოგვის კუთხით მაინც უკეთესია, რადგან ყოველდღე ან რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც არ გიწევთ სასწავლებელში მისვლა.

მრავალფეროვნება

ონლაინ კურსების შემთხვევაში შეგიძლიათ სასურველ პედაგოგს ნებისმიერ ქვეყანაში დაეკონტაქტოთ.

ინსტრუქტორის შესაძლებლობა

სააუდიტორიო მეცადინეობის დროს პროფესორმა შესაძლოა თქვენთვის საკმარისი დრო ვერ გამოყოს, რადგან მის წინაშე ბევრი სტუდენტია. ონლაინ სწავლების დროს კი მას თქვენთან მუშაობის განსაზღვრული საათები აქვს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება