სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულში სწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლების მოწმობის აღება უკვე შესაძლებელია
13-02-2020
-
+


პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მომზადდა კანონის „პროფესიული განათლების შესახებ“ შესაბამისად და დაეფუძნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის დებულება მთლიანად გადამუშავდა პროფესიული განათლების ნაწილში და, სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, გაითვალისწინა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა. შედეგად, კოლეჯებს უკვე შეუძლიათ ცენტრს მიმართონ საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.

ცენტრის განმარტებით ახალი სტანდარტების საფუძველზე, დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.

„ექსპერტთა მხრიდან დაწესებულების შეფასების მიდგომა და, ზოგადად, პროცედურა ხდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, ინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი. პროცესში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის საბჭოების, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრი გეგმავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირების მიმართულებით“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება