TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენის ღონისძიებას ხალხმრავლობის გამო გულშემატკივრების ნაწილი ფეხზე მდგომი ადევნებს თვალს
24-06-2017
-
+


''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენის ღონისძიებას ხალხმრავლობის გამო გულშემატკივრების ნაწილი ფეხზე მდგომი ადევნებს თვალს. 

ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბათუმის საზაფხულო თეატრში მიმდინარეობს.   
ია კვატაია, სიქთავრის სკოლის დირექტორი:

''უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი სკოლის მოსწავლე გახდა ''თერჯოლის ეტალონი მოსწავლე''. გაგა მე-8 კლასელია და ცოტა განსხვავებულად ვღელავთ, რადგან მასზე მეტი ასაკის ბავშვებს უნდა გაუწიოს კონკურენცია. თუმცა იმედი მაქვს, რომ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. რაც არსებობს ეს პროექტი მას შემდეგ ვგულშემატკივრობ ''ეტალონს''. არაერთხელ ვყოფილვარ ამ გადაცემის მონაწილე, როგორც მასწავლებელი, როგორც დირექტორი. დიდი სურვილი მაქვს რომ ''ეტალონის'' მსგავსი გადაცემებით ტელევიზია მდიდარი იყოს. ჩვენი ახალგაზრდობისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ ასეთი შემეცნებითი გადაცემები. საგულშემატკივროდ ძალიან ბევრნი ვართ ჩამოსულები.''
 
ხათუნა ხმალაძე, ახალციხის რესურსცენტრის უფროსი:

''ვთვლი, რომ პროექტი ''ეტალონი'' არის ყველაზე ეროვნული და საგანმანათლებლო პროექტი. ამ პროექტში ჩართულია ახალციხის ყველა სკოლა. ვთვლი, რომ ეს არის ყველანაირად სრულყოფილი გადაცემა, რომელიც ამაღლებს მოსწავლეებში მოტივაციას. ამ პროექტით ხდება ჩვენი მოსწავლეების ეროვნული ღირებულებების გამტკიცება და განათლებით დაინტერესება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს დღევანდელი დღისთვის. დღეს ახალციხიდან წარმოდგენილია ორი მოსწავლე. წარმატებებს და ღირსეულ გამარჯვებას ვუსურვებ მათ.''  

ლია საჯაია, ''აბაშის ეტალონი მოსწავლის'' ქეთევან გაბუნიას მშობელი:

''წარმატებას ვუსურვებ ქეთევანს. ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ვურჩევ რომ არ იღელვოს, რადგან თავისი ცოდნის გამოვლენაში ნერვიულობა ძალიან შეუშლის ხელს.''
 
ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას იღებს  83 „ეტალონი მოსწავლე“. 
 
ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება