| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის რაიონის რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მანდატურები პირადად წარუდგინეს კარალეთის N1 საჯარო სკოლას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია ნასროს (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი და ამერიკელი ინსტრუქტორები. შერჩეული კანდიდატები ადგილობრივი კადრებიდან შეირჩნენ და მათ მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, 1275-ზე მეტი მანდატური 444 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, ისინი ასევე ხელს უწყობენ სკოლებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება