სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის საჯარო სკოლა, სადაც ბევრი წიგნიერი მოსწავლე სწავლობს
12-02-2020
-
+


თამარ დავითაშვილი 191-ე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების მზრუნველი დამრიგებელია, რომელმაც სადამრიგებლო სექტემბრიდანვე ჩართო izrune.ge-ს პროექტში და ჯერ მეგობრული, შემდეგ კი სუპერ კლასის ტიტულიც ასე, ერთობლივი ძალისხმევით მოიპოვეს; ახლა იმედოვნებენ, რომ მომავლის კლასი გახდებიან, თან დამსახურებულად, მანამდე კი წიგნიერების დღისთვის ემზადებიან და კარგად აქვთ გააზრებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც მინიჭებული ტიტულები აკისრებს.

როდის და როგორ ჩაერთო 191-ე საჯარო სკოლის Vდ კლასი izrune.ge-ში, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, როგორ აპირებენ მზრუნველი პროექტის გვერდიგვერდ ცხოვრებისეულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, დამრიგებლის, თამარ დავითაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც კლასის სამომავლო გეგმებსა და იმაზეც საუბრობს, როგორ მიაღწიეს ამდენ წარმატებას ასეთ მცირე დროში.



- სასწავლო წელი რომ დაიწყო და მეხუთეკლასელები ავიყვანე, იმ დღიდან გადავწყვიტე პროექტში ჩართვა. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი აქვთ ბავშვებს.

- თქვენთვის,როგორც პედაგოგისთვის, რას ნიშნავს izrune.ge და მოსწავლეების ჩართულობა?

- პროექტში მონაწილეობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლე ჩართულია მშობელთან ერთად, დამრიგებელთან ერთად... სკოლა-ბავშვი-მშობელი - izrune.ge სწორედ ამ ერთიანობას უწყობს და ეს მოსწავლის მომავალზე მხოლოდ დადებითად აისახება.

გარდა ამისა, ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ მათი ყოველი წარმატება მხედველობის არედან არასოდეს გამომეპარება. საქმის კურსში ვარ, როგორ აქტიურობენ ტესტირებისას და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობენ. ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ, სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და მეც დარწმუნებული ვარ, უამრავ წარმატებას მიაღწევენ.

ბავშვები სიხარულით მიამბობენ, როგორ გაიარეს ტესტი, უნდათ, ყოველი დეტალი დაწვრილებით ვიცოდე და მეც ყოვლეთვიურ მონიტორინგს ვუტარებ მათ შედეგებს.



- თქვენ თუ ხართ კმაყოფილი მათი მიღწევებით, ქალბატონო თამარ?

- მთავარია izrune.ge-ში მონაწილეობა და ეს ჩემს მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული. რემონტის გამო აქამდე ვერ მოვახერხეთ, თუმცა ძალიან გვინდა, საკლასო ოთახში izrune.ge-ს კუთხე მოვაწყოთ, სადაც izrune.ge-ში მიღებულ დიპლომებს გამოვფენთ; გარდა ამისა, ბავშვებმა იციან, რომ წლის ბოლოს პირადად მოვუწყობ სიურპრიზს მას, ვისაც არც ერთი ტესტი არ ექნება გამოტოვებული.

- წიგნიერების დღე ახლოვდება. როგორ ემზადებიან ბავშვები 13 თებერვლისთვის?

- შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ თავიდან ჩემ მოსწავლეებს პროტესტის გრძნობა ჰქონდათ - ზოგიერთ კითხვას ვერ ვუპასუხეთ იმიტომ, რომ სკოლაში ეს არ გვისწავლიაო... მაგრამ ავუხსენი, რომ თუ უნდათ, იყვნენ საუკეთესოები, სკოლის პროგრამას უნდა გასცდნენ. ახლა კი აღფრთოვანებულები არიან, izrune.ge-ს ტესტირება სხვადასხვა საკითხის ცოდნას რომ მოითხოვს. რაც შეეხება წიგნიერების დღეს, როდესაც ცნობილი ხდება კლასების მიხედვით წასაკითხი ლიტერატურა, მაშინვე ვიძიებთ საჭირო წიგნებს, ბავშვები გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე და სიმართლე გითხრათ, ცოტა მწყინს, როდესაც ამბობენ - ახლანდელ ბავშვებს კითხვა არ უყვართო... ჩემებზე ეს მოსაზრება არ ვრცელდება.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი სადამრიგებლოა. ბავშვები გამუდმებით ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას, ელექტრონული ვერსიებიც აქვთ სხვადასხვა წიგნის... მათ კითხვა უყვართ, თუმცა ამას საკუთრ დამსახურებად არ მივიჩნევ - ისინი პირველივე კლასიდან ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას. დაწყებითების მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს - ბავშვები მიაჩვია წიგნის კითხვას და ახლა მე ვცდილობ, ეს სიყვარული არ ჩაუქრეთ... ქართული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი პედაგოგი ჰყავთ და ისიც აქტიურადაა ჩართული, ბავშვებს წიგნისადმი არსებული სიყვარული შევუნარჩუნოთ.

ბავშვები გამუდმებით კითხულობენ და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან izrune.ge-ს ყოველ ტესტირებას; როდესაც რაიმეს წაკითხვას ვერ ასწრებენ, შინაარსს უყვებიან, ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ შეხვდებიან ტესტირებას მოუმზადებლები. ცდილობენ, რაც არ იციან, იმის შესახებ ერთმანეთისგან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ... კლასის საათზე სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ, ვმსჯელობთ და ვგეგმავთ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას.

- „სუპერ კლასი“ გყავთ... რას ნიშნავს ეს სტატუსი ბავშვებისთვის, ქალბატონო თამარ? 

- ეს მათთვის უდიდესი მოტივაციაა. ეტაპები გავიარეთ, ჯერ „მეგობრული კლასი“ ვიყავით, შემდეგ „სუპერ კლასი“ და მათ იციან, რომ ახლა მომავლის კლასის ტიტულის მოპოვებისთვის უნდა იბრძოლონ. ბავშვებს ბოლომდე აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ამ სტატუსებმა დააკისრა და ამაყად იბრძვიან მეტი წარმატებისთვის. ისიც იციან, ერთად უფრო მეტს მიაღწევენ, გუნდურად მოქმედებენ და ამ სამართლიან ბრძოლაში მოპოვებული ყველა წარმატება უდიდეს სიხარულს ანიჭებს მათ.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რეგისტრაცია 3 ივნისის  ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებულ გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები

საგანი, რომელზეც ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ცნობილია - არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოქვეყნდა

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 

სიხარულითა და ემოციებით დასრულებული პირველი სასწავლო წელი თაიას საჯარო სკოლაში

პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა

დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება