სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მოზარდებს ინტერნეტგვერდებზე წვდომა ეზღუდებათ - „5 მილიარდზე მეტი ვებგვერდია და აქედან რამდენი უნდა დაბლოკოს ოჯახმა?!“
19-02-2020
-
+


საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტკაფეებს კომპიუტერებზე სპეციალური ინტერნეტფილტრების დაყენება მოუწევთ - ამ ინიციატივის მიზანი საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვაა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა; ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეომასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი; „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტპროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება.

კანონპროექტი ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა, თუმცა მანამდე საინტერესოა, რამდენად მოხერხდება ინტერნეტსივრცის ბოლომდე გაკონტროლება ისე, რომ მოზარდებს შეეზღუდოთ წვდომა გარკვეულ საიტებზე. ამის გასარკვევად, Etaloni.ge კერძო სამართლის სპეციალისტს, ასოცირებულ პროფესორს, სერგი ჯორბენაძეს დაუკავშირდა.

- ამ საკითხის გაკონტროლება შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური მედია მოწესრიგებადი სფეროა... მაგალითისთვის გეტყვით - როგორც მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, გადაცემების განთავსებისას, დაიცვას ასაკობრივი უფლებები, ასევე შეიძლება დაიბლოკოს წვდომა გარკვეულ საიტებზე... აქ საუბარია საუბარია გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებზე, თორემ შედგომში რა, როგორ მოხდება, შევა თუ არა არასრულწლოვანი სხვადასხვა საიტზე, ამის კონტროლი, ფაქტობრივად შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ პროგრამამ შესაძლოა ვერ განსაზღვროს არასრულწლოვანი.

- კი მაგრამ, ახლა ხომ აქტიური ბრძოლა მიდის ე.წ. ფეიკ პროფილების წინააღმდეგ?

- Facebook უფრო აქტიურად საქმიანობს, რომ ყალბი გვერდი არ შეიქმნას, მაგრამ პროგრამის მოტყუება შესაძლებელია. ასე, ცალსახად აკრძალო -  ტექნიკური საშუალებები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ „გამოძრომა“, ყოველთვის შეიძლება. ამ შემთხვევაში, კონტროლის მთავარი სადავე მოზარდის კანონიერ წარმომადგენელს, უმეტეს შემთხვევაში, მშობელს აქვს.

- კონტროლის მექანიზმი თუ არსებობს, ესაა საინტერესო?

- ჩემი პოზიცია ასეთია - ფიზიკურად შეუძლებელია, ინტერნეტში დააწესო კანონმდებლობა, რომლითაც მოხდება პრევენცია და ვერ შევა არასრულწლოვანი. ერთადერთი ამის წინაპირობა იქნება ის, თუ დაწესდება გარკვეული წინაპირობა და არასრულწლოვანს დასჭირდება დადასტურება, რომ სრულწლოვანია. თუმცა აქაც ვაწყდებით წინააღმდეგობას, რადგან ქართულ გვერდებზე თუ იქნება შესაძლებელი, უცხოურ გვერდებზე ძალიან გართულდება ამის გაკეთება.

- მაგრამ, ხომ შეიძლება, სახლში შეზღუდონ უფროსებმა გარკვეულ ინტერნეტგვერდებზე წვდომა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს 5 მილიარდზე მეტი ვებგვერდი და აქედან რამდენი უნდა დაბლოკოს ოჯახმა?!

- გამოდის, აღნიშნული ცვლილება არაფრისმომცემია?

- ეს პროექტი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ ნებისმიერი იურისტი, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობს, გეტყვით -  ეს არაა პრობლემის ცალსახად გადაჭრის გზა, თუმცა გახლავთ წინაპირობა, რათა აღვკვეთოთ გარკვეული შედეგები.

- თქვენ რა გესახებათ პრობლემის გადაჭრის გზად მაშინ, როდესაც ინტერნეტგვერდებზე წვდომას ვზღუდავთ და ამ დროს, მუნიციპალურ ტრანსპორტს სხვადასხვა კაზინოს რეკლამა „ამშვენებს“?

- პროპაგანდის შეზღუდვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ, მთლიანად თვითმმართველი ერთეულების დონეზე. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო განათლებას, რაც გულისხმობს თუმდაც მშობლის ინფორმირებას - როგორ მოიქცეს შვილთან მიმართებაში სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად. რადგან თუ ადრე დედ-მამამ იცოდა - ბავშვი სახლში უსაფრთხოდ იყო, დღეს ეს მოცემულობა აღარ გვაქვს.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება