სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ამაზე უკეთესი, ალბათ, არაფერი კეთდება ბავშვების განათლებისთვის“ -  აჟარის მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
10-02-2020
-
+


8 თებერვალს თბილისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი წარმატებით ჩატარდა.

მუნიციპალიტეტში აქტიურად ემზადებიან ჩემპიონატის მეორე ტურისთვის, რომელიც 15 თებერვალს ისევ თბილისში გაიმართება.

სანამ აჟარის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ და „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობენ:

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა მარგიანი:

„წარმატებული გამოდგა პირველი ტური. აქტიურები იყვნენ მოსწავლეებიც და მშობლებიც. გამოვლინდა 10 მოსწავლე, რომლებიც გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ველოდებით მეორე ტურს.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რამდენად სასარგებლო პროექტია ბავშვებისთვის, რამხელა სტიმულს აძლევს მათ. „ეტალონი“ ძალიან დიდ როლს ასრულებს, ჩვენი ქვეყნის განათლების დონის ამაღლების საქმეში. ვფიქრობ, ერთადერთი პროექტია, რომელიც მართლაც წარმატებულად ტარდება და მეტი ყურადღება თუ დაეთმობა, კარგი იქნება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ პროექტის შექმნისთვის და ამდენი წელი ასეთი აქტიურობისთვის“.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ზურა გუჯეჯიანი:

„არაჩვეულებრივად ჩაიარა პირველმა ტურმა. შეგვიძლია 10 ქულაზე შევაფასოთ ტესტირების ეტაპი. რა თქმა უნდა, მომდევნო ეტაპზეც ყველაფერი ორგანიზებული იქნება ჩვენი მხრიდან. შესანიშნავი პროექტია „ეტალონი“. ამაზე უკეთესი, ალბათ, არაფერი არ კეთდება საქართველოში ბავშვების განათლებისთვის. ეროვნულ საქმეს ემსახურება ნამდვილად“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება