სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 უფასო ინტერნეტრესურსი ინგლისური ენის შესასწავლად
31-07-2021
-
+


ინგლისური ენის შესასწავლად აუცილებელი არ არის რეპეტიტორი დაიქირავოთ. ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, რისთვისაც უამრავი ინტერნეტრესურსი არსებობს. „ეტალონი“ 5 საუკეთესო მათგანს გაგაცნობთ, რომლებიც განსაკუთრებით სიტყვების შესწავლაში დაგეხმარებათ:

englishstore.net

ინგლისური ენის შემსწავლელი საიტი, რომელიც ისეთ ვიზუალურ მასალას შეიცავს, რომ დამწყებთათვისაც გასაგები იქნება. საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ სინონიმებისა და ანტონიმების წყვილები, ზმნის არასწორი ფორმები და ასევე, უამრავი ტესტი, რომლებიც გამოცდებისთვის გამოგადგებათ. საიტზე შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ როგორც გრამატიკის ცოდნა, ასევე, კითხვისა და მეტყველების უნარები.



esl.fis.edu

საიტზე სიტყვები დაყოფილია თემატიკის მიხედვით. esl.fis.edu არ გითარგმნით სიტყვებს მშობლიურ ენაზე, თქვენ ყველა სიტყვის გამოცნობა ასოციაციებით მოგიწევთ. აქვე ცალ-ცალკე შეძლებთ ფრაზული ზმნებისა და იდიომების შესწავლას.



learnenglish.de

დავალებები ძალიან მარტივია, თუმცა ეს სწორედ ისაა, რაც დამწყებებს სჭირდებათ. საიტზე არის „შეცდომების“ განყოფილება, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ტესტები იმ საკითხებზე, რომლებზეც ინგლისურ ენაში ყველაზე მეტ შეცდომას უშვებენ.



englishspeak.com

აქ იპოვით სიტყვებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისთვის ყველაზე მეტად გჭირდებათ და ფრაზებს, სადაც შეძლებთ სიტყვები კონტექსტში ისწავლოთ.


freerice.com

აქ მხოლოდ ტესტური ტიპის დავალებებია. შემოთავაზებული გაქვთ სიტყვა, რომლის სინონიმიც თქვენ სავარაუდო პასუხებში უნდა იპოვოთ. კარგი ის არის, რომ მშობლიურ ენაზე აქ ვერაფერს წააწყდებით, ამიტომ აზროვნება მთლიანად ინგლისურად მოგიწევთ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება