სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებელს მადლობა გადაუხადეთ! - როგორ უნდა დააფასოთ პედაგოგის შრომა
29-10-2020
-
+


მასწავლებლებს, როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს, კარგი და ცუდი დღეები აქვთ. როდესაც მოსწავლე კლასში დადებითი ენერგიით შედის, ეს მასწავლებელზეც დადებით გავლენას ახდენს. გახსოვდეთ, ბედნიერი მასწავლებელი უკეთ ასწავლის!

ქვემოთ რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, თქვენს მასწავლებელზე პოზიტიური გავლენა როგორ მოახდინოთ და ამით მათი კეთილგანწყობაც მოიპოვოთ.

დეტალებს ყურადღება მიაქციეთ

მასწავლებელი თუ გთხოვთ, რომ კლასში კონკრეტული წიგნი ან რვეული მიიტანოთ, აუცილებლად მიუტანეთ. ყოველ საღამოს რამდენიმე წუთი გამონახეთ, რომ გაიმეოროთ კლასში რა ისწავლეთ. ისე მოიქეცით, რომ მასწავლებელს აჩვენოთ ყურადღებას აქცევთ და მისი საგანიც გაინტერესებთ.

საშინაო დავალება შეასრულეთ

საშინაო დავალებები სრულად და სუფთად შეასრულეთ. შეცდომებიც რომ გქონდეთ, თქვენს შრომას ყველა დააფასებს, რადგან გამოჩნდება, რომ მაქსიმუმი გააკეთეთ. დავალება დამატებით კვლევას თუ მოითხოვს, ნუ დაგეზარებათ. გახსოვდეთ, თქვენს საქმეში რაც უფრო მეტ მცდელობას ჩადებთ, მეტს მიიღებთ და ამას მასწავლებელიც აუცილებლად დააფასებს.

კლასში ყურადღებით იყავით!

შეეცადეთ კლასში ყოველდღიურად ყურადღებით იყოთ. შესაძლოა გაკვეთილის თემა თქვენთვის მოსაბეზრებელი აღმოჩნდეს, მაგრამ გახსოვდეთ, მასწავლებლის საქმეა აღნიშნულზე ინფორმაცია მოგაწოდოთ. თემაზე შეკითხვები დასვით. ასე აჩვენებთ, რომ მასწავლებელს უსმენთ, მასწავლებლებს კი მოსწავლეებისგან უკუკავშირი ახარებთ.

შეკითხვებს უპასუხეთ

საშინაო დავალებას თუ ასრულებთ, კლასში მასწავლებელს თუ უსმენთ და საკითხს სწავლობთ, ჩათვალეთ მზად ხართ მასწავლებლის შეკითხვებს უპასუხოთ. წინასწარ დაფიქრდით, მასწავლებელმა თემასთან დაკავშირებით  რა შეკითხვები შეიძლება დასვას და სათანადოდ მოემზადეთ.

ყურადღება გამოიჩინეთ

მასწავლებელს რაიმე ნივთი თუ დაუვარდება ან რამეში დახმარება დასჭირდება, აუცილებლად მიეხმარეთ. პატარა ადამიანური სიკეთეებს დიდი გზა აქვს. მასწავლებლებს აუცილებლად დაამახსოვრდებით და მომავალში რეკომენდაცია ან დახმარება თუ დაგჭირდათ,  ეს აუცილებლად გამოგადგებათ.

კლასში დამხმარე იყავით

კლასში ისეთი აქტივობა თუ გაქვთ, რაც დაფის გასუფთავებას, მერხების გადანაცვლებას, საკანცელარიო ნაგვის გადაყრას მსგავსი დეტალების მოგვარებას მოითხოვს, მასწავლებელს აუცილებლად დაეხმარეთ. მასწავლებელი ამას დააფასებს და თქვენს მშობლებსაც შეატყობინებს, რომ ამისთვის ენერგია გაიღეთ.

მადლობა გადაიხადეთ

მადლობის თქმა ყოველდღე საჭირო არ არის, მაგრამ შეეცადეთ მასწავლებელს ყოველთვის გადაუხადოთ მადლობა, როდესაც ძალიან საინტერესო გაკვეთილს ჩაატარებს. მადლობა შეიძლება იყოს ვერბალური ან წერილობითი. კარგი გზაა მისთვის მადლობის ბარათი დაამზადოთ. მაგალითად, წარწერით „მადლობა დიდებული წლისთვის“ ,„მადლობა თქვენი საქმიანობისთვის“ და ა. შ. პედაგოგებს მსგავსი ბარათები მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს შეგიძლიათ მიართვათ. მასწავლებელი მათ შეინახავს და მის მეხსიერებაშიც სასიამოვნოდ დარჩებით. მოკლედ, ბევრი გზა არსებობს პედაგოგს რომ აჩვენოთ მის შრომას აფასებთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება