სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ბავშვებში კრეატიული აზროვნების განვითარებას ემსახურება“ - ამბროლაური ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
24-01-2020
-
+


23 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 11 თებერვალს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge  ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი:

„ეტალონის“ ჩემპიონატზე მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. რომელ სკოლასაც შესაბამისი ასაკის ბავშვები ჰყავდა, ყველა სკოლა მაქსიმალურად იყო ჩართული. ტესტირების დღეს მე ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ვიმყოფებოდი, სადაც მე-9, მე-10 და მე-11 კლასელების მოსწავლეთა აქტივობა მაქსიმალური იყო. ბავშვები მობილიზებულები იყვნენ. მათ უმრავლესობას მეორე ეტაპზე გადასვლა სურს.

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო და ფრიად მნიშვნელოვანი პროექტია. იგი ბავშვებში კრეატიული აზროვნების განვითარებას ემსახურება და მასში მონაწილე ბავშვები და სკოლები კმაყოფილები არიან. ჩემპიონატს მეც დადებითად ვაფასებ. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ირმა ქურციკიძე:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა მუნიციპალიტეტში საინტერესოდ ჩაიარა. ტესტირების პროცესს მე ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ვაკვირდებოდი. აქტიურობა მაღალი იყო, 45-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

„ეტალონი“ მომწონს, რადგან ის თითოეული მოსწავლის ცოდნასა და მონდომებას ამჟღავნებს. ძალიან წარმატებული პროექტია და მასში მოსწავლეები ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას“.

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დავით გორდეზიანი:

„ეტალონის“ ტესტირებაში 46 მოსწავლე მონაწილეობდა და მაქსიმუმ 4 ან 5 მოსწავლეა, რომლებმაც ქულების ნახევარზე მეტი ვერ დააგროვა. ჩვენი ერთი მოსწავლე შარშანდელი მეორე ტურის გამარჯვებულია. წელს პირველ ეტაპზე ერთმა მოსწავლემ მასზე მეტი ქულა დააგროვა, მისი თანაბარი ქულაც დააგროვეს და ვნახოთ, რა იქნება“.

ტოლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცირა კახიძე:

„ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებამ ჩვენს სკოლაში საინტერესოდ ჩაიარა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და ჩემპიონატში ერთი მეცხრეკლასელი მონაწილეობდა. ის ძალიან აქტიური და კარგი ბავშვია. ზოგადად, „ეტალონი“ საინტერესო პროექტია და სკოლაში ძალიან მოგვწონს“.

ბუგეულის საჯარო სკოლის დირექტორი კობა ჭელიძე:

„ეტალონის“ ჩემპიონატს ბავშვები ხალისით შეხვდნენ. ახლა ელოდებიან მეორე ტურში ვინ გადავა. იმედი აქვთ, რომ მეორე ტურში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი მოსწავლეები  ხშირად აღწევენ წარმატებას და „ეტალონის“ მიმართ დაინტერესება დიდია“.

ბუგეულის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქრისტინე ქურციკიძე:

„ჩემპიონატის პირველ ეტაპზე აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. მათი  მხრიდან მონდომება მაღალი იყო.  მონაწილეობის სურვილი თვითონ გამოთქვეს. ტესტებით ცოდნასაც იმოწმებენ და შესაბამისი შედეგის შემთხვევაში მეორე ეტაპზეც გადადიან. 

 8 ბავშვს აქვს მაღალი შედეგი. ვნახოთ მუნიციპალურ ტურზე რას იზამენ“.

ნიკორწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ღოღობერიძე:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ჩვენს სკოლაში ტრადიციულად ობიექტურად ჩაიარა. ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მოსწავლეებს, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ჩემპიონატში ჩართულიყვნენ, თითქმის ყველა ჩაერთო და კარგი შედეგებიც დააფიქსირეს.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მომწონს. ბავშვები ინტელექტუალურად ვითარდებიან, შესაბამისად ამ პროექტს მივესალმები“.

ნიკორწმინდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სალომე კობახიძე:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, მაგრამ „ეტალონის“ პირველ ეტაპზე თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ვისაც ასაკობრივად ამის შესაძლებლობა ჰქონდა. მომდევნო ეტაპზე 4 ბავშვი გადავიდა და ვნახოთ, რა იქნება. ნაწილმა საკმაოდ კარგად ითამაშა და მგონი, შემდეგზეც არ უნდა გაუჭირდეთ.

„ეტალონში“ ახლახანს ჩავერთე და ამ ჩემპიონატს დადებითად შევაფასებდი“.

ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოხაძე:

„ტესტირებისთვის ბავშვები მოტივირებულები იყვნენ. აბსოლუტურად დამოუკიდებლად იმუშავეს. სულ 9 ბავშვი მონაწილეობდა, წინა წელთან შედარებით მათი რიცხვი გაზრდილი იყო. მომდევნო ეტაპზე ვფიქრობთ 3 მოსწავლე მაინც გადავა. ვნახოთ რეიტინგი როგორი იქნება.

„ეტალონი“ კარგად ორგანიზებული, ძალიან დახვეწილი ტესტების მქონე ჩემპიონატია. მე პირადად დადებითად ვაფასებ“.

ხვანჭკარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირინე ნემსიწვერიძე:

„სკოლაში ცოტა მოსწავლე გვყავს, თუმცა ისინი ჩემპიონატში შეძლებისდაგვარად აქტიურად ჩაერთნენ. მაღალ კლასებში სულ 2-2 ან 3-3 ბავშვია.

„ეტალონი“ მნიშვნელოვანი ჩემპიონატია. ბავშვებს ძალიან მოსწონთ და მონაწილეობის სურვილიც აქტიურად გამოთქვეს. ყველა მონაწილეს აქვს მეორე ეტაპზე გადასვლის სურვილი. ჩემი აზრით, სასკოლო ცხოვრებაში ასეთი ტესტირებები ძალიან მნიშვნელოვანია“.

პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი სოფიკო სამარგულიანი:

„ეტალონში“მონაწილეობის სურვილი ოთხმა მოსწავლემ გამოთქვა. პირველ ეტაპზე ყველა მათგანი მონაწილეობდა. ამ ტურს ელოდებოდნენ და სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა.

„ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატი ძალიან მომწონს. ბავშვებისთვის კარგია და მოტივაციას უმაღლებს. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ისინი ყოველ წელს აქტიურად ემზადებიან და ელოდებიან „ეტალონს“.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცნობლია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა 28 იანვარსაა დაგეგმილი 

ბაღში ბავშვთა რაოდენობის ზრდა - დეტალური ინსტრუქცია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის

სკოლის დირექციისა და პედაგოგების საყურადღებოდ - სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება