| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

Today-სთან ინტერვიუში კარენი მოყვა, რომ იდეა მასწავლებელთა ერთ-ერთი ჯგუფში ამოიკითხა და მართალია დარწმუნებული არ იყო როგორ მიიღებდნენ ამას მოსწავლეები მოსინჯვა გადაწყვიტა.
„ჩემი მშობლები განქორწინდნენ და დედა სამი წელია არ მინახავს“
პრობლემების გაზიარება მან მოსწავლეების სწავლის დაწყებიდან მეექვსე დღეს შესთავაზა. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ გაეგო, რა აწუხებდათ მოსწავლეებს, არამედ ექცია კლასი ისეთ ადგილად, სადაც თითოეულ ბავშვს ეცოდინებოდა, რომ მასწავლებელს და თანაკლასელებს იგი აინტერესებთ, როგორც პიროვნება. სადაც თითოეულთან საუბრობენ, როგორც პიროვნებასთან, ხოლო განმსაზღვრელ პრინციპად რჩება სიკეთე.
მისი თქმით, იგი გააოცა პატივისცემამ და ტაქტმა, რომლითაც ბავშვები თავის და სხვის პრობლემებს ახმიანებდნენ და თავად კლასის ატმოსფერომ.
„მამაჩემმა მიატოვა ჩვენი ოჯახი - დედა, მე და ჩემი ძმები, - როდესაც ოთხი წლის ვიყავი“
„განქორწინება, მშობლების ოჯახიდან წასვლა, ახლობლების სიკვდილი - ამის შესახებ ბევრმა მოსწავლემ დაწერა, წერდნენ ბავშვები ნარკოტიკთან პრობლემების გამო, ამასთან ასეთი ჩანაწერების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ამან გამაოგნა“, - აღნიშნავს პედაგოგი.
„იმან, რაც გავაკეთეთ, მთლიანად შეცვალა ჩვენი კლასი და ჩვენ თავად. ბავშვები ერთმანეთს არ აწყვეტინებდნენ. ეს იყო სიტუაცია, სადაც იგრძნობოდა პატივისცემა. ვნანობ, რომ ამას ადრე არ ვაკეთებდი“, - მოჰყავს Today-ს პედაგოგის სიტყვები.
ისტორია კარენმა თავიდან „ფეისბუქზე“ მხოლოდ მეგობრებისთვის აღწერა, მაგრამ რომ დაინახა რამხელა დაინტერესება მოჰყვა პოსტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ერთ კვირაში იგი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.
ლოუს თქმით, მას წერენ მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან - ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ავსტრალიიდან - და უნდათ გაიგონ, რას ფიქრობს ის ახლა მის აქციაზე, ეკითხებიან დეტალებზე. „თავიდანვე რომ მცოდნოდა, რომ ჩემი პოსტი ასეთი პოპულარული გახდებოდა, ყველაფერს უფრო დეტალურად აღვწერდი“, - ამბობს ის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა