სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 სკოლამ საქველმოქმედო ფორუმზე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრ პედაგოგებს უმასპინძლა
22-01-2020
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლამ, ქალაქის მერიამ და კოალიციამ - „განათლება ყველასთვის“ საქველმოქმედო ფორუმზე - „საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრ პედაგოგებს უმასპინძლა.

საქველმოქმედო ფორუმი N33 საჯარო სკოლაში გაიმართა.

ფორუმზე ქუთაისის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებმა ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

ქველმოქმედების მიზანი 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტის, ნინო აბულაძის, მხარდაჭერა და თანადგომა იყო.

„ფორუმის ფარგლებში შესაძლებელი იყო დასწრება სასურველი საგნის გაკვეთილზე/აქტივობაზე. გაკვეთილი/აქტივობა ჩატარდა მოსწავლეების ჩართულობით. გაკვეთილები ჩატარდა პარალელურად სხვადასხვა საგანში სამ სესიად. მსმენელს საშუალება ჰქონდა, დასწრებოდა გაკვეთილების სასურველ რაოდენობას", - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის N33 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქუთაისის მერიას, პედაგოგებსა (უტა კილასონიას, ლაურა გოტიაშვილს,  მანანა კაპეტივაძეს,  ლადო აფხაზავას, ნინო ჭიჭინაძეს, თემურ სუყაშვილს, ხათუნა გოგალაძეს, თამარ ადამიას, გიორგი ჭაუჭიძეს, ქეთინო მერებაშვილს, მელორ ცქვიტაიას, დაჩი ნანობაშვილს) და N33 საჯარო სკოლის მოტივირებულ და საინტერესო დირექტორს, მარინა ისკაკოვას, თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება