| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მაღაროსკარის საჯარო სკოლის პანსიონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. 80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობის განახლება ნახევარ მილიონ ლარამდე დაჯდა.
ახლადრეაბილიტირებული პანსიონი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მოინახულეს.
80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობა 1976 წელს აშენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის „მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან“ 465 797 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საძინებლები, სველი წერტილები და სამზარეულო. პანსიონის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სანინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს, ასევე განხორციელდა სკოლის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები, პანდუსი, შეიცვალა საკლასო ოთახის კარები, რეაბილიტირდა შენობის სახურავი, საჭიროებიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა საკლასო ოთახებში.
განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა