სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

თუ გსურთ, მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ სიყვარულით გიხსენებდნენ - 20 რჩევა მასწავლებლებს
04-06-2020
-
+


შეიძლება თქვენ ახლა გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებლობა ან უკვე დიდი ხანია, რაც მოსწავლეები თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ყველა შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ პედაგოგს შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს მოზარდზე, მისი შეხედულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

თუ გსურთ, რომ თქვენი მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგაც სიყვარულით გიხსენებდნენ, მაშინ გაითვალისწინეთ:

  • მასწავლებლობა ნიშნავს მუდმივ განვითარებას (ისწავლეთ მეტი, რომ არასდროს ამოიწუროს თქვენი ცოდნა);
  • თქვენი ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს;
  • იყავით მზრუნველი;
  • დაეხმარეთ მოზარდებს მიზნების სწორად დასახვასა და განხორციელებაში;
  • იზრუნეთ მოსწავლეების ცოდნაზე, კეთილდღეობასა და სკოლის გარეთ ცხოვრებაზე;
  • თითოეული მოსწავლე აღიქვით პიროვნებად, ნუ დაამცირებთ;
  • ყველა მოსწავლე თანაბრად ჩართეთ საგაკვეთილო პროცესში და მიეცით საშუალება, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი;
  • იყავით სანდო მეგობარი მათთვის;
  • ყურადღებით მოეკიდეთ მის პრობლემებს;
  • დაინტერესდით თითოეული მოსწავლით;
  • იზრუნეთ, რომ თქვენს მოსწავლეებს გაუმყაროთ საკუთარი თავის რწმენა;
  • იყავით გულწრფელი;
  • ნუ ისაუბრებთ მოსწავლის პირად ცხოვრებაზე სხვებთან;
  • შეუნახეთ საიდუმლო;
  • წაახალისეთ და დააჯილდოვეთ ისინი;
  • დაუფასეთ და აღნიშნეთ მოსწავლის მცირედი წარმატებაც კი;
  • იკონტაქტეთ მშობლებთან;
  • დაინტერესდით სკოლის გარეთ რას აკეთებს თქვენი მოსწავლე;
  • ჩაინიშნეთ მათი დაბადების დღეები და არ დაგავიწყდეთ მილოცვა, თუ კლასთან ერთად იუბილარს სიურპრიზს მოუწყობთ, მას ეს დღე არასოდეს დაავიწყდება;
  • შთააგონეთ მოსწავლეებს, რომ მათი არსებობა, ცხოვრება და მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.

თუ ამ ჩამონათვალში ყველა პუნქტს ასრულებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებით და წლების შემდეგაც სიყვარულით გაგიხსენებენ თქვენ, როგორც საუკეთესო მეგობარს ცხოვრების პირველ ეტაპზე.

იმ შემთხვევში, თუ ჩამონათვალი თქვენთვის უცხოა და მასში არსებულ ინფორმაციას არ ეთანხმებით, მაშინ დაფიქრდით, იქნებ პროფესიის შეცვლა ჯობდეს?


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება