სიახლეები
პიროვნება

ირაკლი დამენია: „არსებული სისტემა მას არ მოსწონს, ვინც სტატუსი ვერ აიმაღლა“
13-01-2020
-
+


Etaloni.ge ამაგდარი პედაგოგების პროექტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლის მასწავლებლის, ირაკლი დამენიას წარდგენით იწყებს, რომელიც ათეულ წელზე მეტია მათემატიკას ასწავლის და თავის დროზე, ქუთაისში მოღვაწეობას, მშობლიური სოფლის სკოლის მასწავლებლობა არჩია.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რით უწყობს ხელს მარტვილის მუნიციპალიტეტის განვითარებას და აძლევს თუ არა სკოლა შესაბამის განათლებას მოსწავლეებს? - ამ კითხვებზე ირაკლი დამენიას პასუხებს Etaloni.ge-სთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- მამაჩემი მათემატიკოსია, მათემატიკის მასწავლებელი... სწორედ მან შემაყვარა ეს საგანი. მეც მქონდა ნიჭი და ალბათ გენიც, რომ მესწავლებინა მათემატიკა სკოლაში. მშობლებს საშუალება არ ჰქონდათ, ჩემს სწავლაში დიდი თანხა გადაეხადათ და მეც უფასო ფაკულტეტზე ჩავირიცხე; მოგვიანებით კი, გადავწყვიტე, სოფელში დავრჩენილიყავი მათემატიკის პედაგოგად. თორემ შესაძლებლობა იყო, ქუთაისში დამეწყო მუშაობა.

- რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, ქუთაისის სკოლა შედარებით პრესტიჟული იქნებოდა…

- მივხვდი, რომ ჩემს სოფელს, ხალხსა და მოსწავლეებს ვჭირდებოდი. იმ პერიოდში კი თითქმის თანაბარ დონეზე იყო ჩემი სკოლის და ქუთაისის სკოლის პრესტიჟი... ქუთაისში მუშაობა რომ დამეწყო, თავს ვერ ვირჩენდი, ქირით უნდა მეცხოვრა; გარდა ამისა, ისეთი მასწავლებლები აპირებდნენ ჩემს სკოლაში შესვლას, მათემატიკის აზრზე რომ არ იყვნენ... არადა ბავშვებს უნდოდათ სწავლა.

- არ გაგიჭირდათ ახალგაზრდა პედაგოგს, მოსწავლეების თვალში ავტორიტეტის მოპოვება?


- ისე მიყურებენ, როგორც მეგობარს, თანატოლს... აქტიურად არიან გაკვეთილში ჩართულნი, ვცდილობ, თანამედროვე აქტივობებით დავაინტერესო და მისაღებია მათთვის ეს ყველაფერი.

- უფროსკლასელებს მათემატიკას ასწავლით, საგანს, რომელიც სირთულის გამო ბავშვებს დიდად არ უყვართ...

- რთული არაა, უბრალოდ ზოგისთვის ცოტა გაუგებარია, მაგრამ ამ გაკვეთილებს ვაკავშირებ ცხოვრებასთან, ყოველდღიურობასთან... ვცდილობ, სხვადასხვა ელემენტის ჩართვით, ცხოვრებისეულ მოვლენებთან პარალელის გავლებით, უფრო დავაინტერესო მოსწავლეები.

- საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ მამათქვენი პედაგოგია...

- მამაც პედაგოგია, დედაც და დაც.

- როგორ ფიქრობთ - გქონდათ შანსი, მასწავლებელი არ გამოსულიყავით?

- შანსი როგორ არ მქონდა, მით უმეტეს, დედას უნდოდა, ექიმი  გამოვსულიყავი

- გამოდის, დედას იმედი გაუცრუეთ?

- ასე გამოვიდა... სამაგიეროდ, მამის გული მოვიგე - მას უნდოდა ჩემი მასწავლებლობა.

- ბატონო ირაკლი, ადრე მუდმივად გვესმოდა, რომ მასწავლებლის პროფესია დაუფასებელია.

- დღეს ბევრი რამაა შეცვლილი - უფრო განვითარდა ეს სფერო. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ადრე არ იყო შესაძლებლობა, დაეფასებინათ მასწავლებელი; ახლა ეს პროფესია პრესტიჟული გახდა, თუნდაც ხელფასების ზრდის კუთხით.

- და მასწავლებლებს პროფესიული ზრდის საშუალებაც გაქვთ, თუმცა ზოგს დიდად არ მოსწონს არსებული სისტემა.

- არ მოსწონს იმიტომ, რომ ადრე სხვაგვარად იყო - შევიდოდნენ სკოლაში, ჩაატარებდნენ გაკვეთილს და წავიდოდნენ სახლში... ახლა კი ტრენინგებზე სიარული, ქულების დაგროვება ეზარებათ, უჭირთ გამოცდების ჩაბარება და ვინც სტატუსი ვერ აიმაღლა, სწორედ მას არ მოსწონს არსებული სისტემა.

- სოფელში აპირებთ დარჩენას, ბატონო ირაკლი?

- ჯერ საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი... 11 წელია სკოლაში ვასწავლი და მიმაჩნია, რომ კარგი პედაგოგები როდესაც რჩებიან და ასწავლიან, სოფლიდან მიგრაციის საკითხი ნაკლებად დგება. ბავშვებიც არ ფიქრობენ მშობლიური კერის მიტოვებას. ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ხალხი ჯერ სოფლიდან ქალაქში, შემდეგ კი უცხო ქვეყანაში გადადის. მართალია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საკრებულოს წარმომადგენელები, მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეგვიწყონ, ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია...

- რეგიონის სკოლებს მეტი მედალოსანი ჰყავს. თქვენი აზრით, ბავშვები კარგად სწავლობენ იმიტომ, რომ სამომავლოდ დატოვონ სოფელი თუ უბრალოდ, მეტი ენთუზიაზმი აქვთ?

- ბავშვებს გააზრებული აქვთ, რომ უსწავლელად წინ ვერ წავლენ; გარდა ამისა, მცირეკონტინგენტიან სკოლაში, როდესაც კლასში 4-5 ბავშვია,  უნებურადაც სწავლობენ და უფრო მიზანდასახულებიც არიან... და კიდევ ერთი ფაქტორი - რეგიონებში ეკონომიკურად სუსტი ოჯახებია და ბავშვები ცდილობენ, კარგად ისწავლონ, რათა უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხონ.

- რამდენად აქვს დღეს თქვენს სკოლას რესურსი, მოსწავლე რეპეტიტორების გარეშე ჩაირიცხოს უმაღლესში?

- მაგალითზე გეტყვით  -  ჩემმა მოსწავლემ,  ლევან კაკულიამ სკოლაც წარჩინებით დაამთავრა, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ეროვნულ გამოცდებზეც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, დღეს კი უცხოეთში სწავლობს... მან ამ ყველაფერს რეპეტიტორების გარეშე მიაღწია, ასე რომ, თუ სურვილია და მონდომება, შეუძლებელი არაფერია.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება